თითქმის ჩაბნელებულ ოთახში მაგიდის გარშემო 6 ადამიანი ზის. ისინი დაბნეული შეჰყურებენ ადამიანს რომელიც მოუსვენრად სცემს ბოლთას.
- ესეიგი ასე ქალბატონო ბიონ, ჩვენმა მამაცმა გოგონამ გადაწყვიტა ჩემს ნერვებზე თამაში ასეა??
- მე.... ყველანაირად ვეცადე.. მისთვის ხელი შემეშალა - ამოიკნავლა ქალმა
- ეცადე? არამგონია. იცი რამდენი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის რომ მოთმინება გამომეჩინა? ასე ყველაფერი წყალში იყრება, გამოდის რომ 15 წლის წინ ჩვენი ბატონი ტყუილად შეეწირა ამ ამბავს. ახლა როცა ყველაფერი დალაგდა, ბებერი უნდა ჩაძაღლებულიყო და დირექტორად ის უტვინო სოკ ჯინი დანიშნულიყო, არსაიდან მემკვიდერე გამოჩნდა და თან ყველა გაგასულელათ. როგორ დაუშვი მისი თავმჯდომარედ დანიშვნა.
- ჩვენ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ - შეპასუხება სცადა იანმა.
- არ მგონია, თქვენ ვერ აცნობიერებთ სიტუაციის სირთულეს როგორც ვხედავ. მე მჭირდება ეს კომპანია და კიმ ჯისუ არასოდეს მომყიდის მას. ამიტომ სხვა სტრატეგიას დავსახავთ. ის საკმაოდ ჭკვიანი გოგონა ჩანს შეიძლება რამეში გამომადგეს კიდეც.
- თქვენ მას არ იცნობთ, იგი არასოდეს დანებდება. არ ისურვებს რომ თქვენთან შეთნმხება დადოს.
- მოუწევს ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს გამოეთხოვება. ჯონ, ყველაფერი გაარკვიე ჩვენს პრინცესაზე, მეტი ინფორმაცია მჭირდება რომ მისი დამორჩილება შევძლო. აუცილებლად ექნება სუსტი წერტილი და მე მას ვიპოვნი.
......................
- როგორც იქნა ყველაფერი მორჩა როუზ, - ამოიხავლა ძალაგამოცლილმა ჯისუმ და საწოლზე დაენარცხა. არ ეგონა რომ ასე რთული იქნებოდა. არა საქმეში გარკვევა არ გასჭირვებია უბრალოდ ემოციურად დაიღალა. მისი ქვეცნობიერი საბრძოლო რეჟიმში იყო მომართული, თითქოს რაღაც საფრთხეს გრძნობდა, სწორედ აქ ამ სახლის კედლებში, რომელიც მას ეკუთვნოდა და სადაც ყველაზე დაცულად უნდა ეგრძნო თავი. - გთხოვ ყველაფერს მიხედე. ყველა საეჭვო პირის დოსიე მჭირდება. ახლა კი მარტო დამტოვე, მინდა ცოტა დავისვენო, სავახშმოდ არ ჩამოვალ. - ძილნარევი ხმით უთხრა იქვე მდგარ როუზს და სააბაზანოსკენ გაემართა. - თბილი აბაზანა უნდა მივიღო, ეს ნამდვილად დამეხმარება უსიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევაში.
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Боевикადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი