- ჯისუუ, ჯანდაბა, შენ რა მეკაიფები? ნუთუ ისევ გძინავს. არა სერიოზულად? - თავზე დაყვიროდა გაცეცხლებული ჯენი ჯერ კიდევ მძნარე «პატარძალს». - იცი მაინც რომელი საათია? 2 ხდება?
- რა გაღრიალებს – თვალი ზანტად გაახილა გოგონამ. - ქორწილი 4 ზეა. ნუ ღელავ კარგი? ყველაფერს მოვასწრებ, ახლა დასვენება მაცადე. - მშვიდად ამოიბურტყუნა და გვერდი იბრუნა, რასაც ჯენის ეშმაკური ღიმილი მოჰყვა. მშვენივრად იცოდა დაქალი წყობიდან როგორ გამოეყვანა.
- ხო რათქმაუნდა, დაისვენე, ჩვენი სიძე დილიდან საკმაოდ ენერგიულად გამოიყურება, ძლივს გავაჩერე რომ ოთახში არ შემოგვარდნოდა, ფაქტია ამაღამ ძალები ნამდვილად დაგჭირდება. - ჩაიქირქილა კართან მისულმა და როცა ჯისუს გაცეცხლებული მზერა შენიშნა გარეთ ქარიშხალივით გაიჭრა.
- შე პატარა, უხ დამაცადე კიმ ჯენი, ამას არ შეგარჩენ. - ბუზღუნით დაიძრა სააბაზანოსკენ. სარკეში საკუთარ ფიგურას დააკვირდა. ახალგაღვიძებული საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა, აწითლებული ბაგეები, და შევარდისფერებული ლოყები საოცარ იერს აძლევდა მის ფერმკრთალ სახეს. თვალებიც კი უცნაურად უელავდა, ნუთუ ეს ქორწინების გამოა? - აიშ ჯისუ რაზე ფიქრობ, ეს ფიქტიური ქორწინებაა, არ უნდა დაივიწყო შენი მიზანი და მიზეზი რის გამოც ამაზე დათანხმდი. - «შუადღის» რუტინას სწრაფად მორჩა და პატარძლისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა რათა მომზადებულიყო. იქ შესულს შიგნით 7 გოგონა და უამრავი ყვავილი დახვდა.
- ქალბატონო ჯისუ, ეს ყვავილები ბატონმა თეჰიონმა გამოგიგზავნათ. - ღიმილით უთხრა ერთ-ერთმა და სავარძლისაკენ მიუთითა. დაბრძანდით. დროა დავიწყოთ.
- აიშ მგონი ზედმეტი მოგდის ვაჟბატონო, უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნდა ჯისუმ და შეეცადა სერიოზული, ცივი გამომეტყველება შეენარჩუნებინა. საშინლად არ მოსწონდა რომ ამდენი ხალხი დასტრიალებდა თავს, ამიტომ მობეზრებულმა იმ წამის შემოსულ ჯენის უკმაყოფილოდ ახედა. - რა საჭირო იყო ამ ხალხის აქ მოყვანა, თავადაც შემეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა. - მის სიტყვებზე ჯენიმ თვალები გაბრაზებულმა დაუბრიალა და გოგონებს მიუბრუნდა.

YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი