- ჯენ, დაკრძალვისათვის ყველაფერი მზადაა?
- კი ჯისუ, ყველაფერი მოვამზადე, ცერემონია დავგეგმე და მის ახლობლებსაც შევატყობინე, რომ ყველა ხარჯს შენ იხდი.
- ეს მცირედია რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო, მე ვერ შევძელი ის დამეცვა, ვერ მოვახერხე, მინდა რომ ისეთი პატივით დავკრძალოთ როგორც შეეფერებოდა.
- ხო, მართლა, ჯისუ, იმ დღეს სად გაქრი? ნამჯუნმა მითხრა რომ ყველგან გეძება შენ კი მოჩვენებსასავით აორთქლდი და არც შემდეგ გიპასუხია მისი შეტყობინებებისათვის.
- ახლა არაა ამის დრო. გპირდები როგორც კი ცოტა გონს მოვალ მაშინვე აგიხსნი ყველაფერს. ჯენ შენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
- ყოველთვის ჯისუ, ყოველთვის. - ჩასჩურჩულა ჯენიმ და მჭიდროდ მოეხვია
....................
თეჰიონი კარგა ხანს იდგა ერთ ადგილს მიშტერებული, მისი გონება ვერ აღიქვამდა ნანახს. ალბათ ამას ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა. არა იანის და ქალბატონი ბიონის არასოდეს სჯეროდა, სულ ფიქრობდა რომ რაღაცას ხლართავდნენ, მაგრამ პიროვნება რომელიც მათთან ერთად იყო აღბეჭდილი ვიდეოში, აი რა აფიქრებდა ყველაზე მეტად.
- წყეული იყავი კრისტალ, ასე როგორ გაგვაცურე ყველა, რას ხლართავ, რა გინდა ჯისუსგან? - ვერ გადაეწყვიტა ახლავე დალაპარაკებოდა ძმას თუ მას შემდეგ რაც დეტალებს დააზუსტებდა. იცოდა როსეს სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი ეს ფირი იყო, იმასაც ხვდებოდა რომ კრისტალს რაღაც აკავშირებდა ჯისუს მშობლების სიკვდილთან მაგრამ რა, ის მათი ასაკის იყო. -შეუძლებელია მას რამე წვრილი მიუძღვოდეს იმაში რაც 15 წლის წინ მოხდა, ეს კრისტალი ვერ იქნებოდა მაგრამ თუ ასეა რატომ ცდილობს ჯისუს ჩამოცილებას? თავად უნდა გავარკვიო ყველფერი და ჯინს შემდეგ დაველაპარაკო. - გადაწყვიტა ბოლოს. ის იყო პიჯაკი შემოიცვა რომ ჯინმა შემოაღო კარი - თაე მზად ხარ? დაკრძალვის ცერემონია მალე დაიწყება.

YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Acciónადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი