- ისევ არ მპასუხობს, ნეტავ სად გაქრა, უკვე შუაღამეა, ასეთ დროს ჯერ კიდევ არ არის სახლში -ამოიბუზღუნა ჯინმა და ის იყო ოთახში უნდა აბრუნებულიყო როცა სიბნელეში მჯდომ სილუეტს მოჰკრა თვალი და წამოიყვირა - თეჰიონ? რას აკეთებ აქ ამ სიბნელეშ გაგიჟდი? კინაღამ გული გამიხეთქე ვიფიქრე მოხუცი მოკვდა და მისი სული დაბორიალობსთქო.
- გაჩუმდი, არ ვარ შენი უკბილო ხუმრობების ხასიათზე.
- რა მოხდა, ასე რამ გაგაცოფა ძმაო?
- ჯისუ, სახლში არ არის, არ მესმის სად წავიდა, ტელეფონი გამორთული აქვს, მითხრეს რომ კომპანიაში საერთოდ არ მისულა. ჩემს ხალხს დავავალე რომ მოეძებნათ, ახლა მათ ინფორმაციას ველოდები.
- რა უცნაურია არც კრისტალი სჩანს, სასწაული დამთხვევაა არა..
ჯინს საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა, თაეს ტელეფონი რეკავდა.
- რა ხდება ჯეონ? - ჩასძახა თეჰიონმა მოუთმენლად, რა, რა თქვი? როგორაა? სად არის? მე რატომ არაფერი ვიცი? კარგი, კარგი დროებით და გუკ მაცნობე ყველა სიახლე. - თაემ ტელეფონი გათიშა და ვისკის ჭიქა რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა სიმწრისგან შემოეფშვნა. - რა ჯანდაბაა ჯისუ, რატომ?
- თეჰიონ იქნება ამიხსნა ასეთი რა მოხდა? ან ჯისუ რა შუაშია, რა დაემართა?
- ამ დილით მისი მანქანა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ავარიაში მოყვა.
- რა? ჯისუ სადაა, საავადმყოფოშია?
- არა, საბედნიეროდ არაფერი დაშავებია, საღსალამათია და ჯანმრთელი. მის ხალხს მანქანა სასწრაფოდ გაუყვანია შემთხვევის ადგილიდან და ჩემებმა ვერ მოახერხეს გაერკვიათ რა მოხდა ჯერჯერობით. როგორც ჯეონმა მითხრა ჯისო ახლა ჯიმინთანაა, ვითომ ის იდიოტი ნამჯუნი არ მეყოფოდა ახლა ჯიმინიც დაემატა. რატომ არაფერი მითხრა, რატომ?
- რა უნდა ეთქვა? თეჰიონ სულ გამოშტერდი? არ დაგავიწყდეს რომ მტრებად აღგვიქვამს, მან იცის რის გაკეთებასაც ვაპირებდით. გადასარევად იცის. არაფერს გთხოვს და ნურც იმის იმედი გექნება რომ სხვანაირად შემოგხედავს, ჯობია მასზე ფიქრს შეეშვა ძმაო.
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი