7 თავი

589 68 8
                                    

- ქალბატონო გელოდებიან, - ჩაფიქრებული ჯისუ მსახურის დაძახილმა გამოაფხიზლა.

- აჰ, ჰო ახლავე ჩამოვალ- გაეპასუხა მის მოლოდინში მყოფ მსახურს და კიბეზე დაეშვა, სასადილო ოთახში შესულს მომღიმარი ნამჯუნი დახვდა, რომელსაც ჯისუს ფერმკრთალი სახის დანახვისას მზერა სერიოზული გაუხდა, მისკენ დაიძრა და გოგონას ლოყები თავის დიდ ხელებში მოიქცია.

- ჯისუ, კარგად ხარ? ცუდად გამოიყურები ძალიან ფერმკრთალი ხარ.

- კარგად ვარ ჯუნ, კარგად, ნუ ღელავ. შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო ასე ადრიანად?

- ჩემი „საცოლე" მოვინახულე, - გაიცინა ჯუნმა და ლოყაზე უჩქმიტა - თან მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ აქ ყველაფერი რიგზეა, ხომ გესმის არა? ჯისუ, მტრებით ხარ გარემოცული მე კი შენი დახმარება არ შემიძლია. ნება მომეცი უფრო ახლოს ვიყო შენთან,

- ჯუნ, გთხოვ, შენ ისედაც სულ ჩემს გვერდით ხარ, ყველაფრისგან ვერ შეძლებ ჩემს დაცვას ხომ იცი არა? არის რაღაცეები რასაც მარტო უნდა გავუმკლავდე. შენ და დანარაჩენები მაძლევთ ძალას, თქვენს გარეშე არაფერი ვარ.

- ჯანდაბა, ასე ნუ მელაპარაკები თორემ ცუდი შეგრძნება მეუფლება. მე ყოველთვის შენთან ვიქნები

- კარგი გეყოს, გეყოს მიირთვი, საცაა ამეტირება.

- კარგი ჩემო ფსევდო საცოლევ - სიცილი ვერ შეიკავა ჯისუს ბუზღუნზე ჯუნმა

- მოკეტე იდიოტო, აქ კედლებსაც ყურები აქვთ. ცოტა ხანი კიდევ მჭირდება თამაში.

- კარგი კარგი, - ძლივს მოითქვა სული და როცა ჯისუს მკაცრი მზერა შენიშნა ბუტერბროდს ეცა

- ეგრეც ვიცოდი, ვიცოდი რომ სიმართლე ვერ იქნებოდა - ჩაილაპარაკა კართან მდგომმა თეჰიონმა რომელიც მათ საუბარს გაფაციცებით ისმენდა, - ესეიგი ასე არა ქალბატონო? ასე გადაწყვიტე ჩემი მოგერიება არა? ვნახოთ რა გამოგივა.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now