- თეჰიონ მზად ხარ? - შესძახა ჯინმა თეჰიონს რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა კარებში და სერიოზული მზერით შეხედა თავის ძმას.
- ჯანდაბა თეჰიონ ვერ ვეგუები შენს ახალ იმიჯს, ან ეს გამოხედვა. დრო დამჭირდება რომ ამას შევეგუო.
- ასეა ძმაო, დარწმუნებული ვარ ის იდიოტი ნამ ჯუნი უკვე მოახსენებდა ჯისუს ჩემს შესახებ, შენც იცი, მიზეზი აღარ მაქვს რომ ის სულელური იმიჯი ისევ ვატარო. დროა ყველაფერი კონტროლქვეშ მოვაქციო. ჩემმა პატარამ უნდა გაიგოს ვის ეკუთვნის აქ ყველაფერი მისით დაწყებული.
- „ჩემმაო"? - გადაიხარხარა ჯინმა,- ის საკმაოდ ძლიერი მეტოქე იქნება მერწმუნე, ვიცი რასაც ვამბობ.
- შეიძლება, შეიძლება ჯინ მაგრამ მე მას მოვარჯულებ. - ჩაიცინა თეჰიონმა და კიბეებზე დაეშვა.
- ნორა - გასძახა მსახურს. - ჯისუ სად არის?
- ქალბატონი უკვე წავიდა ბატონო.
- აი ხომ გითხარი, დროს ნამდვილად არ კარგავს. - ამოიოხრა ჯინმა - მარტივი არ იქნება.
- დამშვიდდი ძმაო, უკვე გითხარი ყველაფერს თავად მივხედავ. მართალია ჯისუ თავს ძლიერად გვაჩვენებს მაგრამ ის გულის სიღრმეში ისეთივე დაუცველი გოგოა როგორიც იყო. უბრალოდ უნდა სხვანაირად გამოჩნდეს.
- ჯინმა თავი ურწმუნოდ გადააქნია და სახლიდან გასულ ძმას გაჰყვა
...................
- ქალბატონო, ეს ბაბუათქვენის კაბინეტი იყო. მთელი ამ, დროის განმავლობაში აქ არავის აძლევდა შემოსვლის საშუალებას. ახლა ის თქვენს განკარგულებაშია, მე კი თქვენი მარჯვენა ხელი ვიქნები. - კაბინეტში შეიყვანა პარკ იანმა ჯისუ და მლიქვნელურად ჩაიღმა.
- ვაფასებ თქვენს გულმოდგინებას ბატონო პარკ, მაგრამ რა უფლებით ნიშნავთ საკუთარ კანდიდატურას ჩემი მრჩევლის პოზიციაზე? თქვენის მხრიდან ეს დიდი თავხედობაა. მე უკვე მყავს მრჩეველი და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ეს ბატონი პაკ ჯიმინია. სწორედ ის დაიკავებს ამ თანამდებობას. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით. - უხეშად მიუგდო ჯისუმ და ზურგი აქცია იმის ნიშნად რომ მეტად მისი ხილვა აღარ სურდა.
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი
