რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო და უფრო მეტი მრისხანება იპყრობდა მის გულს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი, გარდა მშობლის სიყვარულის და აღიარებისა. კრისტალი ფიქრობდა რომ მშობელს შვილი უპირობოდ უნდა უყვარდეს. მიუხედავად მისი შეცდომებისა, მისი სისუსტისა. დედა ადრე დაკარგა და გაზარდა მამამ, რომელიც გამუდმებით ბევრს მოითხოვდა მისგან. ჯერ კიდევ პატარას აიძულებდა გამუდმებით ევარჯიშა, ემეცადინა. გართობისათვის დრო არასდროს რჩებოდა. მამა ყოველთიც ცივად ექცეოდა, მისთვის ოდნავი სითბოც არ ემეტებოდა და სულ უმეორებდა რომ კიმების კომპანია ხელში უნდა ჩაეგდო, ყველაფერს ამადლიდა რასაც კი გაუკეთებდა. სწორედ ამ კაცმა აიძულა გაჰყოლოდა ცოლად ჯინს როცა იგი საერთოდ არ უყვარდა. კრისტალი მიისწრაფვოდა მიზნისკენ თუმცა არ იცოდა რატომ. იგი მუდამ ბრმა იარაღი იყო მამამისის ხელში. რეალურად არ ესმოდა რატომ სძულდა ჯისუ, რატომ დაიხოცა მისი მშობლები. უბრალოდ ამ წლებმა სასტიკ უგულო ადამიანად გადააქცია. მის გულში მხოლოდ ბოროტება ბუდობდა, იქ არ იყო არც სიყვარულის და არც სიკეთის ადგილი. ახლაც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ დაემარცხებინა ჯისუ. ბოლო გეგმა ჯენისთან დაკავშირებით ჩააგდო და ამით ბებერი ძალიან გააბრაზა. თავიდან უფროსი კიმ ჯონგის მოკვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ როსეს ქმედებებმა, იმან რომ იგი მათ კვალს დაადგა აიძულა მოეშორებინა თავიდან. მერე ჯენის მოკვლა განიზრახა თუმცა ფატალური შედეგით დაამთავრა.
- არა კრისტალ- შესძახა გაცოფებულმა საკუთარ თავს - ამჯერად არ ჩაფლავდები. ამჯერად ყველაფერი სწორად გამოვა. ახლა ჩემი სამიზნე ჯისუა, მართალია მინდოდა ჯერ უსაზღვრო ტკივილი ეგრძნო და მერე მომეკლა მაგრამ ეს დროის ტყუილად კარგვაა. მოვკლავ და ამით ყველაფერს დავუსვამ წერტილს.
................
- დააგვიანე თეჰიონ - ჩაიბურტყუნა ჯისუმ და კაბინეტში შემოსულ თაეს უკმაყოფილოდ ახედა.

YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი