20 თავი

489 54 12
                                        

ღვთისგან მივიწყებული ადგილია - ამოიფრუტუნა გუკმა და თეჰიონს გადახედა რომელიც რაღაცაზე ჩაფიქრებული უსიცოცხლოდ მიშტერებოდა ჰორიზონტს - ჰეი თეთე... ბოსსს!!!

- რა გაღრიალებს, მესმის - გაუწყრა თაე და უხერხულად შეიშმუშნა.

- ჰო გესმის, როგორ არა ნახევარი საათია შენი ყურადღების მიქცევას ვცდილობ მაგრამ არა და არ დაგადგა საშველი. აი ის შენობა უნდა იყოს. ბიჭები კი ჩვენს სიგნალს ელოდებიან. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გუკმა. ხელი მიტოვებული შენობისკენ გაიშვირა რომელიც დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობდა.~

- გასაგებია, - ბარდაჩოკიდან (ბოდიშით არ ვიცი როგორაა ქართულად) მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გუკს მიუბრუნდა- ბიჭებს უთხარი პოზიციები დაიკავონ, საჭიროების შემთხვევაში დაგვაზღვევენ მე და შენ კი შიგნით შევალთ.

- გასაგებია უფროსო - ჩესტი აიღო გუკმა და დანარჩენებისთვის გეგმის გასაცნობად მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე წუთში ორი სილუეტი ქარხნისკენ ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა.

............................

- აღვნიშნოთ მეგობრებო, აღვნიშნოთ! - მხიარულად შესძახა ჩანგმა და კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა სულმოუთქმელად რასაც იქ მყოფი უკვე კარგად შემთვრალი ბიჭებიც აყვნენ. - რა კარგი შეგრძნებაა როცა ასეთ «დიად პიროვნებას» მარტივად აცურებ. ჰაჰ ნეტა ცალი თვალით დამანახა კიმ თეჰიონის სახე როცა პარტიას მიიღებს. ალბათ სიბრაზისგან გამწვანდება, ღმერთო რა კარგია- ცინიკურად ხარხარებდა და კმაყოფილად კრუტუნებდა როცა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ცივი ხმა გამყინავად გაისმა.

- შემიძლია მარტივად აგისრულო ოცნება და ცალით კიარა ორივე თვალით გაჩვენო ჩემი მრისხანება ჩანგ. არა მარტო გაჩვენო საკუთარ ტყავზე გაგრძნობინო როგორი ვარ გაბრაზებული. - თეჰიონი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა სავარძელში მჯდომ ერთიანად გაფითრებულ ფიგურას, რომელსაც ღიმილი პირზე შეხმობოდა და მის თვალებში ახლა მხოლოდ შიში იდგა. - პირობას გაძლევ ეს იქნება უკანასკნელი რასაც შენი მზერა მოხვდება. - ამოისისინა თაემ და იარაღი მჭიდროდ მიაბჯინა თავზე გახევებულ კაცს. ჩანგმა საწყალი მზერა მოავლო ოთახს, თითქოს საიდანღაც შველას ელისო.

მემკვდრეები (დასრულებული)Stories to obsess over. Discover now