თეჰიონი მოუთმენლად ცემს ბოლთას თავის კაბინეტში მყოფი, თვალწინ გამუდმებით კრისტალი უდგას, რომლიც გულმოდგინედ ცდილობს წითელი ლაქები გამორეცხოს მაისურიდან. - რას ხლართავ კრისტალ? რაში გაეხვიე დაგწყევლოს ღმერთმა?
- ბოსს,- კარი შემოაღო შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდა კაცმა და თეჰიონს თვი დაუკრა.
- რა ხდება ჩენ? რამე გაარკვიეთ? ჯეონი სად არის?
- ბატონი ჯონგკუკი დეტალებს აზუსტებს იმ იფორმაციასთან დაკავშირებით რაც ახლახანს მივიღეთ. რაც შეეხება ქალბატონი ჯისუს მანქანას, გავარკვიეთ რომ მუხრუჭები იყო გადაჭრილი, საკმაოდ ოსტატურად.
- რაა? რას ნიშნავს მუხრუჭები იყო გადაჭრილი?
- ეს ყველაფერი არაა უფროსო, ამას ქალბატონი ჯისუს მხარე ასაიდუმლოებს, მაგრამ დილით გამთენიას პარკ როსეს გვამი იპოვნეს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ექსპერტმა მითხრა გოგონა საშინლად იყო დასახიჩრებული. - ამის გამგონე თეჰიონი გრძნობდა ნელ-ნელა როგორ კარგავდა მეტყველების უნარს. მას ამქვეყნად უამრავი რამ უნახავს, ბევრჯერ დასხლტომია სიკვდილს ხელიდან და შეიძლება თამამად თქვას რომ არც არაფრის შეშინებია აქამდე. ახლა კი მისი მთელი გონება და სხეული გაუცნობიერებელმა შიშმა შეიპყრო. მას ეშინოდა დაკარგვის, საყვარელი ქალის დაკარგვის და ეს გრძნობა ყველა სხვაზე ძლიერი იყო. ყოველთვის ეცინებოდა სასიყვარულო ისტორიებზე რომლებსაც ისმენდა, ამბობდა რომ სიყვარული სისულელე და სიბეცე იყო რომელსაც მხოლოდ პათეტიკური ადამიანი აბრალებს თავის უბედურებას, შიშს, უძლურებას. ახლა როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა იგრძნო როგორ ძლიერ უყვარდა და რამდენად ეშინოდა სწორედ ამ სიყვარულის გამო.
- ჩენ, ჯისუ ახლა სად არის?
- არ ვიცი ბატონო, მან შეუმჩნევლად დატოვა ქალაქის ცენტრალური მორგის შენობა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი