16 თავი

535 55 12
                                        

- ნესი, - გასძახა ჯისუმ მსახურს - ამაღამ ვახშამს ოჯახის ყველა წევრი უნდა დაესწროს, მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ასე რომ გააფრთხილე ჯინი და კრისტალი არაფერი დაგეგმონ, თეჰიონთან თავად მოვაგვარებ, და კიდევ სტუმრები გვეყოლება, გაითვალისწინე.

- გასაგებია ქალბატონო - თავი დაუკრა მსახურმა და სწრაფად დატოვა ოთახი. ჯისუ კი თეჰიონის მოსაძებნად წავიდა.

- ნეტავ სად აორთქლდა? -ჩაიწუწუნა მობეზრებით და კიდევ ერთხელ დააბრახუნა თაეს საძინებლის კარზე - ნეტავ ძილში ხომარ ჩაძაღლდა, რა საინტერესოა - ცალყბად ჩაიცინა და ოთახის კარი შეაღო, რათა შეემოწმებინა. შიგნით შესულს მოესმა ხმა, რომელიც სააბაზანოდან გამოდიოდა და იფიქრა რომ თეჰიონი იქ იყო. მიხვდა ვიზიტისთვის ცუდი დრო შეარჩია ამიტომ სასწრაფოდ კარისკენ მიტრიალდა, თუმცა იმ წამს სააბაზანოს კარი გაიღო და იქედან პირსახოცშემოხვეული თაე გამოჩნდა, მისი სხეული ჯერ კიდევ სველი იყო და ისეთი მიმზიდველი რომ ჯისუს წამით ყველაფრი გადაავიწყდა, თვითონაც ვერ გაიგო საიდან ნახა საკუთარ თავში ძალა რომ თვალი მოეშორებინა და სასწრაფოდ შეტრიალდა, გონებაში საკუთარ თავს წყევლიდა ასეთი უგნური საქციელისთვის.

- რა მოხდა პატარავ? ნუ გრცხვენია, შეგიძლია ჩემი ცქერით დატკბე, მალე ისედაც ეს ყველაფერი ოფიციალურადაც შენი გახდება. - ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა თაე გოგონას, რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა, ხელები წელზე შემოხვია და მისი სხეული, ნახევრად შიშველ ტანზე მიიკრა. - სიმართლე თუ გაინტერესებს სასიამოვნო შხაპის შემდეგ ამაზე უკეთესს ვერაფერს ვერ ვინატრებდი - ამოილაპარაკა მის ყელში და ხარბად შეისრუტა მისი სურნელი რამაც ჯისუს კინაღამ გონება დააკარგვინა, მისი ერთი შეხებაც კი თავგზას ურევდა, თენთავდა და ძალას აცლიდა, ახლაც მუხლები უკანკალებდა და მთელი ძალით ცდილობდა თეჰიონს ვერ ეგრძნო ეს. თუმცა მოულოდნელად წელზე რაღაც იგრძნო, რამაც გამოაფხიზლა ( J). მოქნილად დაუსხლტა ბიჭს მკლავებიდან და გაცოფებული მისკენ შეტრიალდა.

მემკვდრეები (დასრულებული)Stories to obsess over. Discover now