¤3¤

1.3K 154 44
                                    

~¤~

ნახევრად განათებული დერეფნის უსახო კედელს აჰკვროდა სხეული.
ისევ გამაყრუებლად ისმოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა, რაც ერთი-ორად უშლიდა ხელს კონცენტრაციის მოკრებაში.
აღიქვამდა, როგორ ეწებებოდა გოგონას მკერდი თავის გულ-მკერდს.
მკერდი ღია, ჩახსნილი კაბით დაფარული, რომელიც უფრო მეტს აჩენდა, ვიდრე ფარავდა.
აღიქვამდა, მაგრამ ვერ გრძნობდა.
ვერაფერს გრძნობდა.
სველი ენა მისივე ყელზე, რომ მიიკვლევდა გზას და კანს ტუჩებს შორის იქცევდა, გამაღიზიანებლად, უხეშად ეხებოდა ბიჭის ნერვულ დაბოლოვებებს.
არ აღაგზნებდა, პირიქით იწვევდა რომ ხელი ეკრა თავის სხეულზე ურცხვად აწებებული გოგონასთვის და ძალიან შორს გაქცეულიყო ბარიდან.
იმდენად შორს, რომ გზას შესძლებოდა ეიძულებინა მისთვის დავიწყებოდა ეს მომენტიც და თეჰიონზე ფიქრებიც, რომლებიც ახლა მის გონებაში მრავლად მოიძებნებოდა.
აშლილი ფანტაზიები და საზიზღარი, გულის ამრევი წარმოდგენები, სადაც ისევ თეჰიონი სანისთან ერთად მშვენივრად ატარებდა დროს, სწორედ იმ წამს, როცა თვითონ ლამის ტირილამდე მისული, თავისივე თავს ებრძოდა და სურვილის საწინააღმდეგოდ მოქცევას აიძულებდა სხეულს.

-მინა_ღრმა ხვნეშას ამოაყოლა შავთმიანმა და გოგონამ ჩაიღიმა. ფიქრობდა მისი გამომწვევი საქციელი იყო ბიჭის ჩაბოხებული, მაგრამ სუსტი ხმის მიზეზი. არც ცდებოდა, თუმცა არც ისე იყო ყველაფერი, როგორც ეგონა.

-ჯონგუკ_თავადაც ამოიკვნესა ვნებამორეულმა და უფრო მეტად ჩაებღაუჭა კბილებით ბიჭის ყელს.

-არ შემიძლია_როგორც იქნა თქვა მწუხარებით ჯონგუკმა.

მართლაც ისურვებდა ეს ღამე მინასთან გაეტარებინა. მის სხეულში ჩაეკარგა თავისი აშლილი ვნებები და ერთი ღამით მაინც არ ეფიქრა, თავის გასაცოდავებულ გრძნობებზე, საკუთარი მეგობრის მიმართ.
ისურვებდა მეტად ეცადა, იქნებ მართლაც გამოსვლოდა, მაგრამ არა საკუთარ თავს თითქოს წლების წინ დაუწესა საზღვარი და ამ ხაზის გადაბიჯების მცდელობაც კი კანს უწვავდა.
ერთგულებას იცავდა ისე, რომ არავის უთხოვია. ყველაზე მტკივნეული, რაც იყო არც არავის სჭირდებოდა ეს ერთგულება.
მას არ სჭირდებოდა.
მას ვინც ყველაზე შორეული, აკრძალული ხის ნაყოფი იყო ჯონგუკისთვის.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora