~¤~
კოლეჯის ეზოში სამხრეთის მხარეს, გამოჩენილი მხატვრის ო იუნის ძეგლს ამოფარებული წყვილი, ჩუმად და თითქოს შეუმჩნევლად ტკბებოდა ერთმანეთის კამპანიით.
თავიანთი გათვლით, მოჩვენებითი უჩინარობა იყო მიზანი და ამ დროს ყველასთვის ადვილად აღმოსაჩენი ადგილი შეარჩიეს.
ახალგაზრდა ბიჭს თამამად შემოელაგებინა ხელები გოგონას თეძოებზე, თითები საჯდომის მიმართულებით, როგორც თავად გოგონამ აუხსნა. სახე ჟღალთმიანი ქალბატონის ყელში ჩაერგო და ისეთ იმიტაციას ჰქმნიდა აქაოდა გრძნობებს ვერ ერეოდა, აქვე არ დაუფლებოდა მის სხეულს.-დარწმუნებული ხარ რომ შეგვამჩნევს?_კანთან ახლოს ჩურჩულებდა ბიჭი_ლექცია სადაცაა დაიწყება და ჯერ კიდევ არ გამოჩენილა, ალბათ დააგვიანებს.
-დამშვიდდი და გააგრძელე_ჩურჩულითვე პასუხობდა გოგონა_ეს ადგილი უნდა გაიაროს რომ შენობაში შევიდეს, ასე რომ მოეშვი.
შავთმიანის თმებზე დაასრიალებდა ხელს გოგო და თმის აპარსულ, ჩოთქისებრ ნაწილს ეთამაშებოდა.
მინას დარიგებისამებრ, უჩვეულოდ ადრე გაიღვიძა ჯონგუკმა. სახლიდან ისე გავიდა, არც შეუწუხებია თავი თეჰიონის ოთახში შესვლაზე და მის გაღვიძებაზე.
იმაში დარწმუნებული, რომ მისი მეგობარი ყოველთვის დროულად ახერხებდა კოლეჯში მისვლას, არც იმაზე ნერვიულობა უწევდა, რომ მისი მიზეზით თეჰიონს დააგვიანდებოდა.
მას შემდეგ იდგა და მინასთან ერთად ჯერ კიდევ არასრულყოფილი გეგმის დეტალებს განიხილავდა.-აი ისიც.
თმაზე მოჰქაჩა მინამ და თავი უფრო მეტად ჩაარგვევინა საკუთარ ყელში.
თვალს ჯაშუშივით აპარებდა ნაჩქარევად მოძრავი სხეულისკენ.-გამოიხედა?_ნერვიულად იკითხა ჯონგუკმა და აღელვებული სხეულის დამშვიდებას მოჰვა, მინას თეძოებზე ძლიერად ხელის მოჭერით.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...