~¤~
სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა დღეს ის მზე ცაზე, მაგრამ მისი სინათლე უფრო ძლიერად უწვავდა სახეს.
მარტო იჯდა კოლეჯის ეზოში, ხელსაც არ იჩრდილავდა შუბლზე, მხოლოდ თვალები დაეხუჭა და მზისთვის მიენდო თავისი არსებობა.
მზეს რომ თვალს გაუსწორებ და შემდეგ დახუჭავ, უცნაური სიშავეები იწყებენ სირბილს შენს თვალის გუგებზე და სწორედ ამ სიშავეებს შორის ხედავდა თეჰიონის თვალებს ისევ.
სიშავე, თვალები
სიშავე, ისევ თვალები, მომთხოვნი მზერა და სურვილით სავსე სასმისი თითქოს.
ყოველ წარმოდგენაზე ამ სასმის შესვამდა მისი სული და უკვე გულიანად მთვრალი, საკუთარ სურვილებს აზავებდა წარმოდგენილ მოგონებებში.
შეუფერებელი ადგილი და ნამდვილად შეუსაბამო დრო აარჩია, თუმცა ვერ ეყრებოდა წამოშლილ ფიქრებს, არ სურდა გაყრა ამ თითქოს სიზმრად ნანახი რეალობისგან.
ეს არ იყო, რაზეც ოცნებობდა.
ეს არ იყო, არც ერთი მისი ფანტაზიის მცირე ნაწილი მაინც.
ეს იყო ვნება და ვნებებში ცდილობდა გრძნობის დაჭერას, თავისი გრძნობის საპასუხოდ.სიამოვნება...
დიახ, იყო სიამოვნება და შეწინააღმდეგების გარეშე დაჰყვებოდა ამ ყველაფერს, მომავალში იმ რომანტიზმის მისხალიც რომ დაენახა, რასაც ამოზრდიდა ეს ვნება, მაგრამ მხოლოდ სიამოვნება? განა გასწვდებოდა მისი გრძნობები ორივეს?
იქნებ ერთ კვირაში მობეზრებოდა თეჰიონს მისი სხეული, იქნებ ერთ თვეში და სად წაიღებდა მაშინ, კიდევ უფრო დიდ ბზარს მის გულზე ჯონგუკი.
იბრძოლე ბედნიერებისთვისო_ასე არ უთხრა თეჰიონმა? ხომ შეიპირა, რომ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ? მთავარი იყო თუნდაც წამით ეგრძნო ბედნიერება და განა ბედნიერს გახდიდა ასეთი კავშირი თეჰიონთან?
იქნებ ყველაფრის დამთავრების შემდეგ, მათი მეგობრობაც დასრულებულიყო და ის გრძნობები, რაც კიდევ ნაზ დამოკიდებულებას უნარჩუნებდა თეჰიონს ჯონგუკის მიმართ, ზიზღში გადაზრდილიყო.
იქნებ...
![](https://img.wattpad.com/cover/252079607-288-k532996.jpg)
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...