~¤~
უპასუხოდ დარჩენილი სიტყვები, უმიზნოდ წამოწყებულ საქმეს ჰგავს. უბრალოდ აკეთებ და შედეგი ასევე უბრალოდ არ ჩანს.
მთელი ღამით მიანდო თავი ფიქრებს ჯონგუკმა.
მთელი სცენარი ისე თვალნათლივ წარმოედგინა მოსმენილი ისტორიის, თითქოს თავად შეესწრო ყველაფერს.
ალბათ იმიტომ, რომ თავისი თავი ეჩვენებოდა ჯინის ადგილას.
ზუსტად არ იცოდა საიდან დაიწყო ნამჯუნის და ჯინის ურთიერთობა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დასასრული სწორედ მათი მსგავსი ექნებოდა თავად მას.
ცდილობდა, გაეგო თეჰიონისთვის.
ცდილობდა, მისი ფეხსაცმელები მოერგო, ასე ადვილი ხომ არ არის დღეს ყველა გხედავდეს, როგორც მექალთანეს და ხვალ მამაკაცის საწოლში დაასრულო.
თავადაც ხომ არ გაუვლია მარტივი გზა.
თუმცა ყველაზე მეტად ის აზრი აბრკოლებდა, სადაც თეჰიონი უბრალო ავანტიურისტად წარმოედგინა, რომელიც მხოლოდ გართობის მიზნით აკავშირებდა თავის თავს შავთმიანთან.
თავგადასავლების მოყვარული ხომ ყოველთვის იყო მისი მეგობარი.
ბოლოს და ბოლოს ეს არ იყო მიზეზი? მისი ამდენად მრავალფეროვანი რომანების.
ხშირად ეცინებოდა თავის თავზე თეჰიონს.
ამბობდა:-როცა, მორჩება ჩემი დაუცხრომელი წყურვილი, მხოლოდ მაშინ ვიფიქრებ სერიოზულ ურთიერთობაზე და ალბათ სასიამოვნოდ მომაგონდება ახალგაზრდობის დრო.
და იქ სადაც ჯონგუკი, ერთ-ერთ წყურვილის ობიექტად მოიაზრებდა თავს, წარმოუდგენელი იყო ოპტიმიზმით განმსჭვალულიყო მომავლის მიმართ.
და იქ, სადაც თავად მოუწყო ოინი საკუთარ ცხოვრებას, ვერ დაადანაშაულებდა თეჰიონს.
თავად იყო მზად გაერისკა.
თავად მოუწოდა თავს, სჯობდა ეცადა.მაშინ რატომ სტკიოდა გული ამდენად?
რატომ სტანჯავდა დუმილი, როგორც მდუღარე?
ალბათ ყველაფერი მოგვარდებოდა, დალაგდებოდა არდადეგების შემდეგ.
ცალ-ცალკე გატარებული დრო, მიახვედრებდათ ერთმანეთის საჭიროებას, საერთო ცხოვრებაში.
VOUS LISEZ
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...