¤10¤

1.6K 157 110
                                    

~¤~

ჟღალთმიანი გოგონა, ჯერ კიდევ საღამურებით ტანზე, მოუწესრიგებელი თმით და სრულიად გამოუფხიზლებელი, შეშუპებული სახით წინ და უკან დააბიჯებდა ოთახში. დროდადრო ჩაფიქრებული გახედავდა მისივე მისაღებში მჯდარ შავთმიან ბიჭს, თავს უაზროდ იქავებდა და ისევ აგრძელებდა უმიზნოდ სიარულს.
არც ჯონგუკი სძრავდა სიტყვას და არც მინა ეკითხებოდა რამეს.
რაც თხუტმეთწუთიანი გაბმული ზარის შემდეგ კარი გააღო და ბიჭის არაადამიანურ სახეს შეეჩეხა, მას მერე იყო უკვე ასე მდუმარებაში ნლევდნენ დროს.
ელოდებოდა, როდის იტყოდა თუნდაც ერთ სიტყვას ჯონგუკი.
ამოხვნეშებას მაინც ღირსებოდა, რომ ამაზე აეგო დიალოგი.
მაგრამ არამც და არამც.
კედელს უაზროდ გაჰყურებდა შავთმიანი, ერთ წერტილს თვალის დაუხამხამებლად.
კედელსაც გახედავდა ხოლმე მინა, იქნებ და მართლაც საინტერესო ხდებოდა ნაცრისფრად შეღებილ სწორ ზედაპირზე, მაგრამ არაფერი, საერთოდ არაფერი.
ეს კედელი ისევ ისეთი უსახო და მოსაწყენი იყო, როგორც მაშინ პირველად რომ შედგა სახლში ფეხი გოგონამ.

ბოლოს თავი გადააქნია, მძიმედ ამოიხვნეშა.
უტყუარი იყო, რაღაც თეჰიონთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა რა?
რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ლამის დამბლადაცემული რომ იყო ჯონგუკი.
საძინებელში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად.

-მაგარია, შაბათ დღეს ძილსაც არ გაცდიან.

ამოიწუწუნა სევდიანად.
თუ ჯონგუკი ასე უმოძრაოდ და უსიტყვოდ ყოფნას განაგრძობდა, ერთ გამოძინებას ნამდვილად მოასწრებდა. ეს აზრიც განიხილა უკვე გონებაში, სანამ შხაპს იღებდა, მაგრამ იცოდა, ცნობისმოყვარეობა უშფოთველად ძილის საშუალებას არ მისცემდა და ამიტომ პირველ რიგში უნდა გაერკვია, რა სჭირდა ჯონგუკს.

საძინებლიდან დაბრუნებულს, ჯონგუკი ისევ  იგივე მდგომარეობაში დახვდა.
კალთაზე დალაგებული ხელებისთვისაც კი არ უცვლია ადგილი ბიჭს.
ისევ ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული და იმდენად ძლიერად ჰქონდა დაჭიმული, უკვე დაკრუნჩხულ კიდურებს მოგაგონებდათ.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon