~¤~ტალღოვანი, მოგრძო თმა და მრგვალი თვალები, პირველად ეს შეამჩნია რამდენიმე ბიჭს შორის მდგარ სხეულზე. თვალები, რომლებიც უდანაშაულო კრავივით უმზერდა სამყაროს თითქოს.
მეგობრებში გარეულს, მაინც მარტოობის შეგრძნება უყვიროდა სწორედ ამ სიმრგვალეებში.
ახლოს დაკვირვებისას ცხვირი მოხვდა მის მზერას და ახსოვდა ღიმილი, რომელიც ხედმა მოჰგვარა მის წინ.
საყვარლად აჭმუხნილი გაბუშტული ცხვირი და ოდნავ წინ წამოწეული კბილები სიცილისას. ბაჭიას ჰგავსო გაიფიქრა და მას შემდეგ ყოველ შეხვედრაზე, უნებლიედ ავლებდა პარალელს ბაჭიას და მას შორის.
განსაკუთრებული მოვლენა იყო მისთვის, მაგრამ ვერ ხსნიდა ამის მიზეზს. უბრალოდ პირველი დანახვისთანავე იგრძნო ეს და შემდეგ აზრი არ შეუცვლია.წლებმა ორივე შეცვალა, თუმცა დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ურთიერთობა, რომელსაც ასე თამამად მიაკრეს საუკეთესო მეგობრობის სტატუსი, უცვლელი რჩებოდა.
მის თვალებში აღარ კითხულობდა მარტოობას.
ალბათ ეს თავის პლიუსად მიაჩნდა და ხმამაღლა შეეძლო ეთქვა, რომ სიცარიელის ამოვსების მიზეზი ბიჭის ცხოვრებაში, სწორედ თვითონ იყო.ხშირად ეღიმებოდა ამ წარმოდგენის გამო, ცოტა ზედმეტად მიაჩნდა, მაგრამ ფაქტები ამას უმტკიცებდა და მოსწონდა, როცა გრძნობდა რომ ჯეონ ჯონგუკისთვის, ერთდერთი ადამიანი იყო, ვინც ფასს არასდროს კარგავდა.
მოსწონდა აღფრთოვანება ბიჭის თვალებში. ციმციმები, რომელიც ჰორიზონტზე წაბლისფერთმიანის გამოჩენისთანავე ინთებოდა, მაგრამ არასდროს გაუვლია გონებაში ფიქრი, სადაც ამის მიზეზი შეიძლებოდა რომანტიული დამოკიდებულება ყოფილიყო.
შესაძლოა იმიტომ, რომ არ არსებობდა სხვა.
ყოველთვის აჯავრებდა მეგობარს, პარტნიორის არყოლის გამო, თუმცა გაუცნობიერებლად ეს სიმშვიდეს ჰგვრიდა.ესაუბრებოდა სხვადასხვა გოგოზე.
საქმეებს უწყობდა მათთან, მაგრამ ყოველი უარი, უფრო მეტ სიამოვნებად ეკვრებოდა მის გულს და როცა უარის ნაცვლად მიიღო თანხმობა, იგრძნო გაღიზიანება.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...