(ეს თავი შეიცავს crossdressingს.
ვიცი რომ ბევრისთვის შეიძლება არ იყოს სასიამოვნო. ამიტომ წინასწარ გაფრთხილებთ. ვისაც არ გესიამოვნებათ უბრალოდ გამოტოვეთ ეს თავი 💜)~¤~
საშხაპე მილიდან მომავალი ცხელი წყლის წვეთები, მთელი სიჩქარით მიედინებოდა სხეულზე, მაგრამ მაინც ანაზდად გრძნობდა ამ დინებას შავთმიანი.
თითოეულ წვეთს შეიგრძნობდა კანზე დაცემულს და კიდევ ერთხელ ფიქრობდა მინას სიტყვებზე, ასე წამქეზებლურად რომ მეორდებოდა ამ წამს მის გონებაში.
სააბაზანოდან სრულიად შიშველმა გამოაბიჯა, კარგად შემშრალებული სხეულით. გამშრალი თმით და შეათვალიერა საწოლზე კოხტად დალაგებული სამოსი.
ღრმად ჩაისუნთქა. კვლავ არ ეჯერა, რომ ამის გაკეთებას მართლა აპირებდა, თავი გადააქნია.
ჯერ ღრმად ამოჭრილ საცვალს დაავლო ხელი და გაჭირვებით მოირგო ტანზე.არაკომფორტული და ეს მაქმანებიც დიდად სინაზით არ გამოირჩეოდა საზარდულის ხაზებზე.
თეთრი, სიწმინდის სიმბოლო, როგორც მინამ ახსნა ამ ფერის დატვირთვა, თუმცა რომელ სიწმინდეზე იყო საერთოდ საუბარი, როცა ამდენად დიდი სიბინძურე დაუგეგმა გოგონამ.
ვერ იტყოდა, რომ სძულდა ეს აზრი.
პირიქით აღაფრთოვანებდა ამაზე ფიქრი.
შეუხებლად გრძნობდა უკვე თეჰიონის ხელებს საკუთარ კანზე, მაგრამ მაინც ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ამას გააკეთებდა.არასდროს იზიდავდა და არც არასდროს უცდია მსგავსი.
საკუთარ თავთან, სარკეშიც კი ძნელად წარმოედგინა ეს სამოსი სხეულზე, მაგრამ ახლა იქ იყო, სწორედ იმის გაკეთებას აპირებდა, რაც ამდენად წარმოუდგენლად მიაჩნდა და მეტიც, ამ ყოველოვეთი თეჰიონის გამოწვევას აპირებდა.
კუბოკრული ქსოვილი ჯერ ხელით მოსინჯა, სკოლის ფორმას ჰგავდა, გოგონები ალბათ მეშვიდე კლასში რომ იცმევენ და რა ჯანდაბად ჰქონდა საერთოდ ეს ქვედაბოლო მინას.
ან რატომ იფიქრა, რომ ჯონგუკის წელის ზომას ადვილად მოერგებოდა, სიგრძე რომ საკმარისი არ ჰქონდა, ეს ისედაც ერთი თვალის შევლებით ეტყობოდა.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...