~¤~
სახვითი ხელოვნების ლექციამ უღიმღამოდ ჩაიარა, სხვა დანარჩენებმაც. მთელი სასწავლო დღის მანძილზე თეჰიონის და ჯონგუკის გზები არ გადაკვეთილა, იმიტომ არა რომ საერთო ლექცია არ ჰქონიათ, ჰქონდათ თან ორი, მაგრამ ერთი ჯონგუკმა გააცდინა, რადგან ის სიტყვები რაც დილით უთხრა თეჰიონს, იმ წამშივე ინანა რა წამშიც სიტყვები დასცდა მის ენას და მომდევნო პერიოდი მეგობრისგან თავის არიდებაში გალია.
მეორე საერთო ლექცია კი ტრადიციულად თეჰიონმა გამოტოვა.
ხუთშაბათი დღე ხომ კიმ ნამჯუნთან შეკრების დღე იყო, ამიტომ თითქმის ყოველ ხუთშაბათს აცდენდა ბოლო ლექციას წაბლისფერთმიანი.კიმ ნამჯუნს ყველა იცნობდა, განურჩევლად კოლეჯისა და მით უფრო ფაკულტეტისა.
მისი ბარი ყველაზე პოპულარული ადგილი იყო. ახალგაზრდების შეკრების ადგილი.
რატომ ხუთშაბათი? იმიტომ რომ ამ დღეს ბარში შესვლა საშვის გარეშე იყო შესაძლებელი და აბა ვინ გამოტოვებდა ასეთ შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა არც ერთი სტუდენტი.-წავედით.
ხმამაღალი შეძახილით ამოუდგა გვერდით წითელთმიანი, მისივე სიმაღლის ბიჭი ჯონგუკს.
-დღეს გამოვტოვებ_უხალისოდ ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
-მიზეზი?_არ აპირებდა დანებებას წითელთმიანი და გასასვლელიკენ ხელკავით გაჰყავდა ჯონგუკი.
-არ ვარ ხასიათზე.
თითქოს და საკმარისი მიზეზი იყო უარის სათქმელად, მაგრამ მის გვერდით მდგომი, მომცინარი სახის და მხიარულებით აკრისტალებული თვალების პატრონი არ ჰგავდა ადამიანს, რომელიც უხასიათობას მიზეზად მიიღებდა.
-უხასიათოდ ყოფნა მხოლოდ ორი რამის გამო შეიძლება. პირველი, როცა მშიერი ხარ და მეორე, როცა გოგო დაგადებს. ორივე ადვილად გამოსასწორებელია. შენ რომელ მიზეზს უჩივი?
ESTÁS LEYENDO
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanficmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...