¤8¤

1.4K 149 62
                                    

~¤~



თეჰიონს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დიდი დრო გაატარა მზეზე და ახლა დამწვრობის შეგრძნებასთან შეგუებას ცდილობდა.

ჯონგუკს  მთელი სხეული დაბუჟებოდა და უბრალოდ სრულიად დაეკარგა შეგრძნებები. ანესთეზიის ქვეშ იყო მისი გონება.
სწორედ ისე გრძნობდა თავს, როგორც საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი ადამიანი, რომელსაც წამის წინ შეუშვეს სუბსტენცია ვენაში და ათამდე დათვლა სთხოვეს.
საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა იგრძნო, როგორ დაუარა მენთოლისებრმა შეგრძნებამ ჯერ კიდურებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი თავის ქალას მოედო ეს სიგრილე.

თეჰიონი შხაპით ცდილობდა ამწვარი კანის დაამებას.

ჯონგუკი ჩუმი ღმუილით. საკუთარ თავში დაკარგულს, ათამდე დათვლაც ვერ მოესწრო თითქოს.

თეჰიონი ამჯერად სრულიად სველი, ტანზე მოსრიალე წყლის წვეთებით, სააბაზანოში დააბიჯებდა და უშედეგოდ ეძებდა პირსახოცს, რომლის შეტანაც სრულიად გადავიწყებოდა სიჩქარეში, რადგან სახლში დაბრუნებულმა, მეორედ გაფიქრების გარეშე, უკვე წამოშლილი დამწვრობის შეგრძნებისთვის გადაწყვიტა, აბაზანით ემკურნალა.

ჯონგუკმა იცოდა საკუთარი მდგომარეობის მიზეზი.
ნათლად ხვდებოდა და არც კი ცდილობდა უარყოფას, რადგან მიუხედავად ვითარებისა, ეს მისი პირველი კოცნა იყო.
პირველი და თან საყვარელ ადამიანთან გაცვლილი.

თეჰიონმაც იცოდა მიზეზი, ალბათ.
თუმცა არ ენდობოდა თავის ფიქრებს იმ წამს.
თავს საპირისპიროში არწმუნებდა.
ისევ შიშვლად გამოაბოტა აბაზანიდან და ამჯერად კარადაში დაიწყო ფათური პირსახოცისთვის.
თითქმის შეეშრო ცხელ კანს წყლის წვეთები და ახლა მხოლოდ უხეშად დაატარებდა ხაოიან ქსოვილს საკუთარ სხეულზე.
წაბლისფერ თმას შეენარჩუმებინა აბაზანიდან ნაბოძები სისველე და მისგან ჩამონადენი წყლის გრილი წვეთები, კიდევ ერთხელ ედებოდა სასიამოვნოდ, გამომშრალ კანს.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt