~¤~
_არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რატომ ასრულებენ მეგობრები რომანით და რატომ არ არის ეს რომანი, წარმატებული რომანტიული წამოწყება.
ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას დიდხანს ეგონა, რომ თუ თავს დამალავდა ყველანაირი საფრთხე, რაც მას ემუქრებოდა უბრალოდ გაქრებოდა.
არ დააზიანებდა.
ეშინოდა და ამ შიშის მოკვლას დამალვით ცდილობდა.
შემდეგ ქვიშიდან თავი ამოჰყო და მიხვდა, რომ ბევრი დაკარგა იმ დროს, როცა თავს არიდებდა ცხოვრებას.
უცხო, ლამაზ, მაგრამ ისევ საშიშ რეალობას შეეჩეხა. არ ცოდნა და დაკარგვის შეგრძნება იწვევდა მასში შიშს.
შემდეგ სირაქლემა პინგვინს დაუმეგობრდა, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა კვერცხზე ჯდომის და საკვების მოპოვების გარდა.
საერთო გზა შექმნეს და ამ მეგობრობამ წარმოქმნა რწმენა ერთმანეთის. დაძლიეს შიში ისევ ერთმანეთით, ერთმანეთზე დამოკიდებულებამ კი წარმოქმნა სურვილი, მათი ურთიერთობის სხვა ფაზაში გადასვლის.
და როცა სრულიად გამოსცადეს თავიანთი თავები, მათ ცალ-ცალკე განაგრძეს ცხოვრება.
რწმენით საკუთარი თავის მიმართ და შიშის გარეშე.
სრულიად განსხვავებულ ორ ინდივიდს, რომლებსაც ვერასდროს წარმოედგინათ რომ ერთმანეთის მიმართ იგრძნობდნენ ლტოლვას, სწორედ ერთმანეთზე დამოკიდებულება აიძულებთ ეს იგრძნონ, ახლის შეცნობა საინტერესო თავგადასავლებს უვლენთ მათ და ეს წარმოშვებს განცდას უერთმანეთობით ცხოვრების წარმოუდგენლობაზე, მაგრამ როცა ორივე იპოვნის საკუთარ თავს და შესწევთ უნარი დამოუკიდებლად განაგრძონ გზა, ისინი ამას აკეთებენ უკან დახევის გარეშე._არც კი ახსოვდა სად მოისმინა და რატომ მაინც და მაინც ახლა, ამოუტივტივდა ეს ჰიპოთეზა თავში, მაშინ როცა ნახევრად შიშველი სილამაზის გვერდით იწვა და თვალს არ აცილებდა ზეწრით ნახევრად დაფარულ წელს.
რატომ წარმოედგინა თავი სირაქლემად.
ალბათ ნორმალური იყო მისი შიშები, ეჭვები, მაგრამ არ სურდა მათ ჩაღრმავებოდა.
ჯერ ერთი, რომ ჯონგუკი სრულიად განსხვავებული არ იყო მისგან, მეორეც საკმაო გამოცდილება ჰქონდა თავად მას არაოფიციალურ ურთიერთობებში და ზუსტად იცოდა, მსგავსი არასდროს არავისთან განეცადა.
ბიჭი მისი სულის ნაწილი იყო მანამდე და ახლა როცა მთელს მის სხეულს ფლობდა, მხოლოდ ერთ მთლიანობად წარმოედგინა მათი სულები.
ამ წამს ისევ გრძნობდა ჯონგუკის კანის სითბოს საკუთარ ხელის გულებზე და მარტო ამის გამო არ შეიტანდა მათში ეჭვს, რადგან სხვა შემთხევაში არ შეიძლებოდა ამდენად ნეტარი ყოფილიყო ეს შეგრძნება.
არ განელებია, პირიქით გაუმძაფრდა სურვილი კვლავ ეგრძნო.
არ დავიწყებია და არც არასდროს დაავიწყდებოდა.
დიახ, სირაქლემა ნამდვილად იყო, სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა ვერ დაენახა და აქამდე ბრმა ყოფილიყო.
მაგრამ იმ სირაქლემისგან განსხვავებით დამოუკიდებლობისთვის კი არ იბრძოლებდა, იმისთვის გაიბრძოლებდა რომ ამ ეჭვების, საპირისპირო დაემტკიცებინა. ეჭვების, წამით რომ უვლებდნენ გონებაში.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...