~¤~
არც ისე დიდი იყო მათი საცხოვრებელი, მაგრამ უფრო პატარად ეჩვენებოდა თეჰიონს ამ წამს.
ვიწრო კედლებით და უჟანგბადოდ.
ჯერ მხოლოდ კართან იდგნენ, ისევ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ერთურთის ემოციების ამოცნობას ცდილობდნენ.
წარმატებით ახერხებდნენ ამას-თქო ვერ იტყოდით, თუმცა ერთი რამ ორივემ დაზუსტებით იცოდა.
სურვილი, ერთმანეთის მიმართ.სურვილი, მონატრებით გამოწვეული და ვნება მათ თვალებში, არა უცოდველი.
საერთოდ როგორ შეიძლება ვნება უცოდველი იყოს, თუმცა ცეცხლი მათ თვალებში ჯოჯოხეთურ ცოდვას ატარებდა. უფრო ცოდვილს, ვიდრე ნებისმიერი ცოდვა დედამიწაზე.სხეულების სიახლოვე არ შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მჭიდრო და მაინც, უფრო შემჭიდროებას ცდილობდა ჯონგუკი.
აღარ უმზერდა თვალებში მას.
სახე მის ყელთან მიეტანა და სველ კოცნებს ტოვებდა კანზე.
მთელი არსებით სურდა შეეგრძნო, რადგან თვლიდა რომ უკანასკნელად შეეძლო ეწოდებინა ამ სხეულისთვის საკუთარი.
ყველაფერი ოცნებად ქცეული სიზმარი იყო თითქოს აქამდე.
ვერ მოითხოვდა მეტს, ამ აზრამდე დაიყვანა საკუთარი თავი.
სურდა, მაგრამ არ ჰქონდა უფლება მოთხოვნის.
რაც აქამდე მოხდა, ესეც ხომ წარმოუდგენლად მიაჩნდა ყოველთვის და თუნდაც თავისი გრძნობების გათელვა დასჭირვებოდა, მხოლოდ მადლობელი დარჩებოდა იმ განცდების, რისი მიზეზიც თეჰიონი იყო.მხოლოდ მადლიერებას, რადგან მან მასწავლა ვყოფილიყავი საკუთარი თავი.
ეს სიტყვები თითქოს მისთვის ეთქვა კიმ ნამჯუნს.
ნეტა ოდესმე მადლობას თუ გადაუხდიდა თავად ჯინს პირადად.
ალბათ არა.
რადგან ალბათ იცოდა, რომ ჯინს ისევ ჰქონდა გრძნობები მის მიმართ.
არ ჩააყენევბდა რთულ სიტუაციაში, შეიძლება აღარ ჰქონდა მის მიმართ რომანტიული გრძნობები, მაგრამ კიმ სოკ ჯინი ისევ ძვირფასი იყო მისთვის.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...