~¤~
მასზე ერთი თავით მაღალი იყო მაშინ, როცა პირველად ნახა.
ხმა, რომელიც თითქოს ყოველ დღე უბოხდებოდა, ალბათ ვერც უნდა შეემჩნია, მაგრამ ნებისმიერ ცვლილებას მხოლოდ წამით შეხედვით აღმოაჩენდა ხოლმე.
თავბრუდამხვევი სურნელება, მისი სუნამოს სურნელი ნესტოებში ჰქონდა გამჯდარი და თუნდაც მის გვერდით არ ყოფილიყო, უბრალოდ გრძნობდა. ყოველთვის და ყველგან.
ის მუსიკაც კი მაშინ ყურსასმენებში რომ უსმენდა, მისი პირველად დანახვის წამს, უცვლელ ადგილს იკავებდა ფლეილისტში და მარტო დარჩენილი განუწყვეტლივ ამეორებდა, მხოლოდ თავისთვის.
არ სურდა ვინმესთვის გაეზიარებინა, ვინმე შეცილებოდა.
საავტორო უფლებების გარეშე მიისაკუთრა მელოდიაც და ტექსტიც.ერთი წლის შემდეგ სიმაღლეში გაუთანაბრდა და იმდენად ბედნიერი იყო, რომ ეს პირველად თავად მან შეამჩნია, მთელი დღე გაბადრული სახით დააბიჯებდა.
-ჯონგუკი, უკვე დამეწიე სიმაღლეში._თითქოს მთელი დღე გრძნობდა ბიჭის შეხებას თმაზე, ამ სიტყვების წარმოთქმის დროს.
გააიდიალა მისი არსებობა, მშვიდად, შეუმჩნევლად.ის დაბნეულობაც ახსოვს, ნერვიული შეტევის მსგავსად რომ დაუტრიალდა სხეულში და ლამის ააცახცახა, როცა პირველად აუჩქარა გული მასთან შეხვედრამ.
თავსაც კი არიდებდა შემდეგ შეხვედრას მაშინ, მაგრამ როდემდე მოახერხებდა ამას.
საბოლოოდ უნდა გაესწორებინა თვალი საკუთარი გრძნობისთვის, უკვე დიდი ხანი რომ იყო ფესვები გაედგა მის გულში, მაგრამ მან გვიან შეამჩნია.ახლა უკვე პირველი კოცნის კადრები გააცოცხლა მისმა გონებამ და მთელო წარსულის გადაულახავი ბარიერი დაანგრია თითქოს ამ შეხებამ.
-კიდევ დიდხანს აპირებ უყურო ეკრანს?_გოგონას ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან. გაკვირვებით ახედა ხმის პატრონს და მინას აზიდული წარბების შემდეგ მიხვდა, რომ ჯერ კიდევ არ უპასუხებია ზარისთვის.
DU LIEST GERADE
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...