¤26¤

1.3K 142 24
                                    

~¤~

    რთულია ცხოვრების ერთი რელსიდან, სულ სხვა, განსხვავებულ რელსზე განაგრძო გზა. გადაეწყო უმტკივნეულოდ და ვერავინ შენიშნოს ცვლილებები ამ ლიანდაგზე.
ყოველთვის აშინებდა ცვლილებები თეჰიონს, ამის მიუხედავად სამჯერ გამოიცვალა სკოლა.
ამასთან საცხოვრებელი ადგილი, რა მიზეზითაც მოხდა სწორედ ზემოთ ხსენებული სკოლების გამოცვლა.
მაგრამ არც ერთ ცვლილებას იმხელა გარდატეხა არ მოუხდენია მასში, როგორიც უკანასკნელმა შეძლო.

ყოველი ცვლილება რაღაც ახლის და კარგის დასაწყისი იყო დღემუდამ, ამით იმშვიდებდა თავს. ამით უსწორებდა თვალს ახალ რეალობას და ახლაც ცდილობდა, სწორედ ამით ენუგეშებინა საკუთარი ქვეცნობიერი.

როცა ჯონგუკთან ატარებდა დროს გაცნობიდან, ამ წამამდე, არასდროს ფიქრობდა შიშებზე. არც მაშინ, როცა მის მკლავებში იხილა პირველად ბიჭი, მაშინ რატომ იქნებოდა ახლა რთული.
ამ წამიდან ხომ ერთად შეეჭიდებოდნენ ყველა გადაულახავს.

საკუთარი მშობლების სახე დაუდგა თვალწინ.
მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო.
შემდეგ ჯონგუკის დედა გაახსენდა და კიდევ ერთხელ სცადა თავის დამშვიდება.
ეს შესაძლებელია.
სრულებით ნორმალურია მშობელი გიღებდეს ისეთს, როგორიც ხარ.
რატომ უნდა ანაღვლებდეს პარანორმალურად მოაზროვნე საზოგადოების აზრი?
შიშებზე აშენებული სტერეოტიპები.
ხო, რა თქმა უნდა თავადაც ჰქონდა შიშები, ეს ყველა ნორმალური ინდივიდის მახასიათებელია, თუმცა მისი შიშები მას ვნებდნენ მხოლოდ. და რას აკეთებს ამ დროს საზოგადოება? თავისი შიშები შენზე მოხვევას ცდილობს.

შიში
შიში
შიში

დაწყევლილი სიტყვაა უდაოდ.

ჩაბნელებულ საძინებელს მოავლო მზერა. ფანჯრიდან მხოლოდ მკრთალი ნათება აღწევდა მის/მათ ოთახში.
ისეთი ნათება ჯონგუკი რომ იყო თავად.
ფრთხილი, ნაზი ნათება.
იმედის შუქურა.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora