¤13¤

1.5K 152 61
                                    

~¤~

  საპირფარეშოში, ერთ-ერთ კაბინაში მუხლებზე იდგა შავთმინი ბიჭი და მოთმინებით ელოდებოდა მის წინ აღმართულ სხეულს, რომელიც მტანჯველად ნელა იხსნიდა ქამარს.
მთელი სამყარო იყო ამ კაბინის გარეთ, მაგრამ მათთვის ამ სამყაროს აზრი დაეკარგა თითქოს.
მხოლოდ ისინი იყვნენ, ერთმანეთის სურვილით აღვსილები და არავინ სხვა.
მხოლოდ ერთი იყო მისთვის მნიშვნელოვანი და თუ ვინმე აღუდგებოდა წინ, შეეძლო თამამად გაეწია წინააღმდეგობა ნებისმიერითვის.
როგორ მივიდნენ აქამდე?
სულ რაღაც ორი კვირის წინ არ იყო, ჯერ კიდევ ფიზიკურ სიახლოვეზე რომ ოცნებობდა ბიჭი?
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ არ იყო, გეგმებს რომ აწყობდა მინასთან ერთად, როგორ დაახლოებოდა მას, ვის ირგვლივაც ტრიალებდა მისი ფიქრები?
თუნდაც ერთი კვირის წინ არ იყო, პირველი უსახო, არასერიოზული, კოცნა რომ გაცვალეს, მხოლოდ თამაშისთვის, მაგრამ ახლა რაც ხდებოდა, არ ჰგავდა თამაშს.

ყოველ სიახლოვეზე მასთან, მხოლოდ ამ კითხვას უსვამდა თავს ბიჭი_როგორ მივიდნენ აქამდე?
თითქოს ყველაფერი თავისთავად მოხდა, უმიზეზოდ, მაგრამ ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა ჯონგუკს, ბურნაკუს(მარიონეტების თეატრი იაპონიაში) ნაწილი იყო და უბრალოდ ბრმად მიჰყვებოდა მითითებებს, ყოველგავრი კითხვების გარეშე.
საკუთარი სურვილები იყო მისი მამოძრავებელი ძალა.
ემოციებით და გრძნობებით დამუხტული სურვილები და მათ ვერ ეწინააღმდეგებოდა.
საკუთარ თავს ვერ ებრძოდა, რადგან ეს ერთადერთი საშუალება იყო მიეღო ის, რაც ამდენი ხანი იყო უიმედოდ სურდა_თეჰიონი და მისი ყურადღება, რომელიც სჭარბობდა მეგობრულ ჭრილს, თუმცა ვერ სწვდებოდა რომანტიულ საფეხურებს.
სადღაც შუაში იყო გაჭედილი.
ამ მოკლე ხნის მანძილზე ხშირად გავლებია ფიქრად, იქნებ და თეჰიონსაც ჰქონდა სხვა უფრო აღმატებული გრძნობები მის მიმართ, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნდა სხვაგვარად ასეთი ნაბიჯი გადაედგა მის მეგობარს, მაგრამ თუ ისეთ მდგომარეობას არ ჩათვლიდა, მაგალითად როგორშიც ამ წუთას იყო, თეჰიონი ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა.
არასდროს აქცევდა იმაზე მეტ ყურადღებას, რასაც უკვე დაჩვეული იყო ჯონგუკი.
არასდროს ამყარებდა მასთან წამზე მეტ ხნიან კონტაქტს თვალებით.
არასდროს ამჟღავნებდა ზედმეტ დაინტერესებას ჯონგუკის მიმართ, თუ საქმე მინას არ შეეხებოდა, რომელსაც არაფრის დიდებით 'შორდებოდა' ბიჭი.
ყველაფერი ისე იყო, როგორც წარსულში, ერთი გამონაკლისით, ინტიმური სიახლოვე, რომელიც უფრო წუთიერ სისუსტეს ჰგავდა თეჰიონის მხრიდან, ჯონგუკისთვის კი ეს ყველაზე ტკბილი და თან ყველაზე მწარე გზა გახლდათ.
თუნდაც იმ ღამით...
ოჰ... დიახ ის ღამე...

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang