¤27¤

2.2K 148 100
                                    

~¤~

   იცით რას ჰგავდა ეს ისტორია?
ამბავს, დასაწყისით_იყო და არა იყო რა... თუმცაღა ყველა ამბავს ასეთი დასაწყისით, ჰყავს ცხრათავიანი დრაკონი, ბოროტი მეფე, ბნელეთის ჯადოქარი, ან თუნდაც მთებამდე აზიდული ტიტანი.

დეგუს გარეუბანში, ერთსართულიანი სახლის უკანა ეზოს გაჰყურებდა და მთელი ძალით უჭერდა ხელს ხის აივნის მოაჯირს.
მოწოლილ ცრემლებს საშუალებას არ აძლევდა განთავისუფლებულიყვნენ.
ეს თავს შეჰპირდა რომ ძლიერი იქნებოდა.
ეს მას უთხრა რომ იბრძოლებდა.
ამას ხომ მოელოდა? წინასწარ უნდა მოემზადებინა თავი.

ზაფხულის თაკარა მზე უკვე გადადიოდა და მისი ოჯახის ბაღს წითელი მარწყვებით, რომ იწონებდა თავს უკანასკნელ სხივებს ჩუქნიდა.
მწვანე ფოთლებს ჟანგისფრად აფერადებდა, მალე ბინდი გამეფთებოდა ირგვლივ.

რატომ არ შეეძლოთ მის მშობლებს მიეღოთ ის არჩევანი, რაც თავად გააკეთა? თუ ჯონგუკის მშობლებმა შეძლეს ეს, ანუ არ იყო წარმოუდგენელი ფაქტი.
სულ რამდენიმე დღით ადრე რომ პარანორმალურად მოაზროვნე საზოგადოებაზე ეფიქრებოდა, ახლა ნათლად გაიაზრა, რომ ამ საზოგადოებაში შედიოდნენ მისივე მშობლები და მეტიც, ეს საზოგადოება მას და ჯონგუკს თვლიდა არანორმალურად.
აქამდე სწუხდა უმცირესობაზე და სევდიანადაც გაუფიქრებია, რომ სწუხდა მათ გამო, მაგრამ ეს ტკივილი საკუთარ თავზე გამოსცადო, თანაც მათგან, ვისგანაც ყველაზე მეტად გჭირდება მხარდაჭერა... კიდევ უფრო მოუჭირა მოაჯირს ხელი და ამჯერად ქვედა ტუჩზე იკბინა მწარედ. უფრო მეტად მოაწვა ემოციები.

-მთავარია ჩვენი ჯონგუკი იყოს ბედნიერი.

განა მისი მშობლებისთვის არ იყო მთავარი, საკუთარი შვილის ბედნიერება?
თუ იმდენად იყვნენ დაბრმავებულნი ჩარჩომოდებული საერთო შეხედულებებით, ამაზე ვერც კი ფიქრობდნენ ცივი გონებით.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora