~¤~ოთახის პატარა ფანჯრიდან ცდილობდა დაენახა სამყარო ირგვლივ. ზაფხულის სიცხიდან კარგა გათანგულ ხალხს დასცქეროდა. ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო ამ ცხელი სეზონის და ქუჩაში სუნთქვა აღარ შეიძლებოდა უკვე. მთავარ ქუჩას ნამდვილად არ დაჰურებდა ბინის ეს ნაწილი, სადაც თავად იყო, ამიტომ ვერც ბევრ სახეს ხედავდა მაღლიდან.
თუმცა ვისაც კი გახედავდა ცდილობდა, ის ამოეცნო მათში.ერთი კვირა.
ჯერ მხოლოდ ოთხი დღე გავიდა.
კიდევ სამი უნდა დალოდებოდა, მაგრამ იქნებ უფრო ადრე გადაეწყვიტა, ისევ მინასთან მისვლა თეჰიონს.
იქნებ შორიდან მაინც მოეკრა თვალი უკვე ძალზედ მონატრებული სახისთვის.
სწორედ ამ მიზეზით დასცქეროდა ქუჩას ფანჯრიდან. ყოველ დღე დაუზარებლად.მშობლები დაარწმუნა, რომ მათ მალე ესტუმრებოდა.
მცირე საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი სეულში.
ნამდვილად არ აპირებდა საზაფხულო არდადეგები მარტო ძილში გაეტარებინა, სამუშაო უნდა ეპოვნა, თუმცა ახლა ეს მხოლოდ მიზეზად მოიდო. სანამ თეჰიონს არ შეხვდებოდა და მასთან ურთიერთობას არ გაარკვევდა, სხვა არაფრის სურვილი და ხალისი გააჩნდა.-რამეზე მუშაობ?_სახატავ ტაბლეტში თავჩარგულ მინას წაადგა თავზე ჯონგუკი. საღამო უკვე კარგა ხნის დამდგარი იყო და აღარ იცოდა მოწყენილობისთვის რა მოეხერხებინა. მინას კი ეტყობოდა მშვენივრად ერთობოდა._მაჩვენე.
წარბის აწევით გახედა ჯონგუკმა გოგონას, როცა ჟღალთმიანმა ეკრანი მის მზერას მოარიდა.
-ჯერ არ დამისრულებია.
საქმიანი ხმით მიუგო მინამ.
-მერე რა, არ შეიძლება რომ...
-არა, არ შეიძლება.
სასწრაფოდ შეინახა ფაილი და ეკრანი დაბლოკა.
მხიარულად წამოდგა ფეხზე.
ŞİMDİ OKUDUĞUN
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Hayran Kurgumost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...