~¤~
PubG-ის გაერთიანებულ გუნდში თამაში ყველაზე საშინლად გამოსდიოდათ იმ წამს.
დახმარების ნაცვლად ხელს უშლიდნენ ერთმანეთს და უკვე მერამდენე რაუნდი იყო დამარცხებით ასრულებდნენ.
სხვა დროს, სხვა სიტუაციაში ალბათ ყოველ შეცდომაზე ერთურთს დააცხრებოდნენ და ლანძღვა-გინებას არ დააკლებდნენ. შესაძლოა მუშტებითაც დაესრულებინათ, თუმცა ახლა თითქოს თვალდახუჭული ხვდებოდნენ ყველა უხეშად დაშვებულ შეცდომას, თუ დაუდევრობით გამოწვეულ არასწორ ნაბიჯს.
უსიტყვოდ რთავდნენ ახალ რაუნდს სათამაშოდ.
შაბათი დღის გეგმაში, სწორედ კომპიუტერული თამაშები, ლუდი და ჩიფსები შედიოდა.
კარტოფილის ცხარე ჩიფსებით სავსე ჯამი ხელუხლებლად იდო იატაკზე, მათ მოკეცილ ფეხებთან, რასაც ვერ ვიტყოდით ალუმინის ცარიელ ლუდის ქილებზე.
დილა კი ასე დაიწყო:
თეჰიონი ადრიანად ადგა, სასურსათო მაღაზიას ესტუმრა.
შინ დაბრუნებულმა კი ახლად გაღვიძებულ ჯონგუკს ნაყიდობები მიაჩეჩა ხელში.
ანუ გეგმა სულაც არ ყოფილა გეგმა.
ეს უბრალოდ თეჰიონის გადაწყვეტილება იყო.
თამაშიც თვითონ ჩართო შავთმიანს კი უბრალოდ ანიშნა გვერდით მიჯდომოდა.
თითქოს ამ ჟესტით წინა დღის უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ.
არც ერთ არ სურდა ზედმეტი ეფიქრა.
ერთი შეხედვით ასე სჩანდა.
თუმცა მათ დაკარგულ, სივრცეში გაბნეულ მზერაში ადვილად იკითხებოდა, როგორ ურბენდათ გონებაში კადრები და მზერაც რომ არა, ეს ყოველივე მათ თამაშზეც აისახებოდა.საბოლოოდ სხვა გუნდის წევრებისგან, რომ დაიმსახურეს პროტესტი, სამართავი პულტი გვერდით მიაგდო ჯონგუკმა და იატაკზე გადაწვა ოხვრით.
-დავიღალე.
კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა ბიჭმა და ჭერს გაუსწორა მზერა.
-ალბათ მოგწყინდა ჩემს გვერდით.
შავთმიანისგან განსხვავებით ფრთხილად გადადო სამართავი პულტი თეჰიონმა და ნახევრად მოუხედა ბიჭს.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...