~¤~
ცივი თითები სველ კვალს ტოვებდნენ შავთმიანის სახეზე.
თითქოს წარუშლელსაც.
სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალი სჩანდა ცივი შეხების ფონზე, ვიდრე საერთოდ იყო.
კითხვა წაბლისფერთმიანის ბაგეებიდან, უმისამართოდ გასროლილ ტყვიას დაემსგავსა, ბრმას. შეიძლება მიზანს აცდენილსაც, რადგან პასუხი არსაიდან ისმოდა.
ჩასცქეროდნენ ერთმანეთის თვალებს მდუმარედ.
განუზომელი იყო შავთმიანის აღელვება, იქნებ მიზეზი შეხება იყო, უკვე საუკუნედ რომ ეჩვენებოდა შეხების წამი.
ან იქნებ თვალები მის პირდაპირ.
შეიძლება კითხვაც, ცოტა ხნის წინ დასმული.-სადმე სხვაგან გაერთეთ.
სრულიად უცხო სხეულმა შეაღო საპირფარეშოს კარი. სასმელმორეულს სიცილიც კი აუტყდა დანახულ სცენაზე და გეზი პირდაპირ კაბინისკენ აიღო, სწრაფად.
არ დაჰკვირვებია ბიჭების დაბნეულ სახეებს.
წაბლისფერთმიანის ნაჩქარევად მოცილებულ ხელს შავთმიანის სახიდან.
ნერვიულ სიცილს, ორივეს რომ ერთდროულად აღმოხდათ იმ წამს.
ჩახრილ თვალებს და მძიმედ გადაყლაპულ ნერწყვს.-ჯონგუკ_მიმართვას და ბიჭის მორცხვად აპყრობილ თვალებს._წავიდეთ.
მორჩილად აედევნა ბიჭი წინ მიმავალს, ისევ მდუმარედ და ათასი ფიქრით გონებაში.
-იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
რომელ ერთზე უნდა ეფიქრა შავთმიანს?
-რამე მოხდა?_ ადგილზე დაბრუნებულებს კითხვით მიმართათ მინამ და ჯონგუკის წელს მიეფერა.
თეჰიონი მოწვეტით ჩაეშვა სავარძელში, ჯონგუკი კი ისევ ფეხზე იდგა. მინას გამამხნევებელ მოფერებას უსიტყვოდ იღებდა და მკრთალად უღიმოდა გოგონას.
თეჰიონი წამით არ არიდებდა მზერას წყვილს.
უფრო და უფრო დაჟინებით აკვირდებოდა თითოეულ მათ მოქმედებას და ხელებს მთელი ძალით ჰკრავდა ერთ მუშტად.
ESTÁS LEYENDO
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanficmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...