¤18¤

1.4K 144 17
                                    

~¤~

არ არსებობს ბოლომდე შესრულებული მიზნები და შემდეგ საბოლოო კმაყოფილების შეგრძნება, რადგან რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით სასურველს, თუნდაც ვიღებთ მას, მით უფრო იზრდება მეტის წყურვილი და შემდეგ მოდის უფრო დიდი ამბიციები.
არსებითად არ არის მნიშვნელოვანი, რას ეხება თქვენი სურვილები და მიზნები, პირად ურთიერთობებს, თუ ბიზნესს.

რთულია, პირველი ნაბიჯი მთასვლელობისკენ.
რთულია, პირველად კარაბინის გამოდება თოკზე, მაგრამ რაც უფრო იზრდება დაპყრობილი მწვერვალის სიმაღლე, მით უფრო დიდი მწვერვალებისკენ ისწრაფვი და ეს დაუსრულებელი პროცესია.

არაფერია ცუდი, როცა უფრო მეტის მიღება გსურს, მაგრამ მეტიც უნდა გიღებდეს შენ და ექვემდებარებოდეს შენს სურვილებს.

ურთიერთობა სახლის კარს მიღმა სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც დახურულ კარს შიგნით ხდებოდა.

დილის კოცნას, მეგობრული ხელის ჩარტყმა ცვლიდა.
წელზე ხელის შემოხვევას, მხარზე ხელის გადახვევა.
მზერა რჩებოდა უცვლელი მხოლოდ და ისიც იცვლებოდა ხშირად, როცა კი ჯონგუკს მინას გვერდით დაინახავდა თეჰიონი.

სასწავლო წლის დასრულებას არაფერი აკლდა და ურთიერთობა, რაც ამ ორს შორის არსებოდა, ადგილიდან არ იძვროდა.
მეტიც უფრო დაძაბულ ფაზაში შევიდა.

თითქოს ახლად დაქორწინებულმა წყვილმა, თაფლობის თვე უკვე დაასრულა და თანაცხოვრების კრიტიკულ პერიოდს უახლოვდებოდნენ.

ამაზე არ საუბრობდა ჯონგუკი, მაგრამ ბევრს ფიქრობდა, თუ როგორ სურდა მათი ურთიერთობა საბოლოოდ გარკვეულიყო და არავისთან ჰქონოდათ დასამალი.
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვახსენე რაც უფრო მეტი გაქვს, მით მეტი გსურს.
ჯერ იყო და სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნდა თუ ოდესმე დადგებოდა დღე, როცა თეჰიონს მის გვერდით მოიაზრებდა და ეს დღე დადგა.
შემდეგ არ აპირებდა გადაებიჯებინა საზღვრებისთვის და დაკმაყოფილებულიყო იმით, რაც ჰქონდა.
მათი ერთად ყოფნა იყო მნიშვნელოვანი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამის შესახებ იცოდნენ თუ არა სხვებმა, მაგრამ თანდათან ამ აზრმაც დაუწყო შეღწევა ტვინის უჯრედებში და განსაკუთრებით მაშინ, რიცა ხედავდა როგორ ეფლირტავებოდა ვიღაც რიგითი კოლეჯის სათამაშო თეჰიონს, უნდოდა სახეში მიეხალა მისთვის, რომ წაბლისფერთმიანი მხოლოდ მისი იყო და სხვა არავის ჰქონდა მასთან მიკარების უფლება.
სწორედ მაშინ უმუშავებდა მესაკუთრეობის ინსტიქტი ყველაზე მძაფრად და ამ მიზეზით უფრო მეტად უღრმავდებოდა სურვილი ყველას გაეგო მათი ურთიერთობის შესახებ.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Where stories live. Discover now