~¤~
ფინალური გამოცდებისთვის მზადებამაც ვერ დააჭრა ფრთები შავთმიანს.
ფრთები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შეასხა თეჰიონმა.
ყოველი მასთან გატარებული წამის მოგონება, განუწყვეტლად მეორდებოდა მის გონებაში და უფრო მაღლა აფრენის სურვილს მეტად უღვიძებდა.
დროდადრო ფიქრობდა, მხოლოდ სიზმარი იყო ყოველივე, მაგრამ როცა იგრძნობდა თეჰიონის მკლავებს ყელზე, სრულიად მოულოდნელად, ტესტებში თავჩარგულს რომ მიეპარებოდა წაბლისფერთმიანი.
როცა დაატკბობდა მისი ტუჩების სითბო ყურთან და სასიამოვნოდ გააჟრჟოლებდა ტანში, რწმუნდებოდა, არ შეიძლებოდა სიზმარი ყოფილიყო მომხდარი და ნეტარებით თვალებმინაბული ტკბებოდა ახლანდელი რეალობით.ფრთები არა, მაგრამ დრო ნამდვილად მოჰპარათ გამოცდებისთვის მზადებამ.
მეცადინეობით მიქანცულებს კი მხოლოდ თვალის მოხუჭვა სჭირდებოდათ, რომ ღრმად გადაშვებულიყვნენ ძილის უძირო ყელში.საგამოცდო აუდიტორიას ყოველთვის ადრე ტოვებდა თეჰიონი და შემდეგ ჯონგუკის მოლოდინში, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ტელეფონით ირთობდა თავს.
ბოლო ორი კვირა იყო, აღარანაირი გართობისთვის არ რჩებოდათ დრო, მაგრამ ერთმანეთთან ახლოს ყოფნითაც კმაყოფილდებოდნენ და წამი, როცა დაღლილობისგან პირაპირ მისაღებში ჩაძინებულ ჯონგუკს თავის ოთახში ხელში აყვანილს გაიყვანდა თეჰიონი, ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო შავთმიანისთვის.
არც დასაწყისი ჰქონდა ამ ბედნიერებას და არც დასასრული, ვინაიდან არც კი იცოდნენ, როდის დაიწყეს ამდენად ფერადი ცხოვრების ჩუქება ერთურთისთვის და არც დასასრულისთვის ემზადებოდნენ.
მეგობრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ისე, როგორც წყვილები, მაგრამ წყვილი, რომლებიც ჯერ ისევ მეგობრებად რჩებოდნენ.
-შენს და თეჰიონს შორის, რაღაც ახალი დაიწყო და არ გაპატიებ თუ ამ ყველაფერს ისე გამომაპარებ, თითქოს და არავინ ვიყო შენს ცხოვრებაში ჯონგუკ.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...