~¤~
დროის მიმოსვლას კონტროლს უწევს კი ვინმე? ის გადის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მიმართულებას. გზადაგზა ანადგურებს ან ჰარმონიულ სიმშვიდეს ამკვიდრებს, ჩვენ კი ისევ მივსდევთ, დაუსრულებლად, მორჩილად.
ზუსტად განვსაზღვროთ მოქმედება გაწერილ დროის მონაკვეთში, რთულია და უფრო რთულია ჩამორჩე და არაფერი მოიმოქმედო, რადგან ის მის გასაკეთებელს მაინც აკეთებს ჩვენ ეს გვინდა, თუ არა.ჰარმონიული სიმშვიდე მხოლოდ ილუზია იყო, შექმნილი ისევ დროის მიერ და წარმოუდგენლად ძლიერ ქარიშხალს უქადნდა თითქოს.
დინებას აყოლილი, ყოველ წამს ელოდა რიფებს თავის კალაპოტში და სწორედ ეს უნგრევდა მშვიდობის მირაჟს.ცდილობდა მეტი ყურადღება დაეთმო თეჰიონისთვის და ისიც, თითქოს დაამშვიდა, გამოიყვანა ეგოისტობის ჩამთრევი ჭაობიდან.
ძველებურად ატარებდა უქმე დღეებს მასთან. ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა მეგობრული გართობა სხვებთან ერთად.
და ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე. როგორც ერთი თვის წინ.შენიღბული მხიარულება დასთამაშებდა სახეზე ჯონგუკს.
თუმცა სევდა, ყოველ ღიმილზე უფრო მეტ ხავსს უჩენდა გულზე.
ობი მოეკიდა მის შინაგან ამოძახილს და იფიქრებთ ალბათ, ცოტა ადრეა ამ ყოველივესთვის, მაგრამ გამოგიცდიათ ცალმხრივი გრძნობა? როცა უკვე გავიწყდებათ რისთვის იბრძვით და საიდან დაიწყეთ.
უბრალოდ იკეტებით საკუთარ თავში, ცრემლებს ღვრით ჩუმად და დასველებულ ზეწარს ოთახში ტოვებთ, როცა მომშრალებული თვალებით, პირზე ღიმილით ოთახიდან აბიჯებთ.-ყველაფერმა აზრი დაკარგა._წუწუნის მერამდენე საათს ატარებდა მინასთან და კიდევ ვერ მორჩა ერთი და იგივეს ამოთქმას._ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ მისი ეჭვიანობა, მხოლოდ ჩემი უყურადღებობით იყო გამოწვეული.
YOU ARE READING
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...