~¤~
სადღაც სოციუმსა და საკუთარ მეს შორის გაჭედილი მოზარდი.
ყოველთვის იცოდა რა სურდა, მაგრამ ასევე ყოველთვის ეშინოდა საკუთარი სურვილების ხმამაღლა გაჟღერების.
ნაბიჯი გადადგა წინ და თან უშიშრად, როცა იცი რომ ყველა იმედის ტვირთი შენს მხრებზეა, რთულია.
იმედი მომავალი მემკვიდრის.
იმედი ვაჟიშვილის.
იმედი შთამომავლობის და შენ უბრალოდ ძალიან, ძალიან პატარა ხარ ამ ყოველივეს გასააზრებლად, მით უფრო წინააღმდეგობის გასაწევად.
მაშინ როცა ყველა უბრალოდ გითითებს რა გააკეთო, რა არის სწორი და შენ ყველა მონეტის შენეული სწორი მხარე უკვე არჩეული გაქვს, ეს პროცესი გახლეჩვას ჰგავს, აფეთქებას.
დაკარგვას უფრო და ამ დაკარგულ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება მესაჭე.
თანამოაზრე, მხარდამჭერი, დასაყრდენი.
თუნდაც ისეთი, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს.დიდი ხნის ნაცნობობის მიუხედავად, ასეთს ვერ პოულობდა ვერც მინ იუნგის სახით, არც ჯანგ ჰოსოკი იყო ეს პიროვნება. თუნდაც სოკ ჯინი...
მანამ სანამ...-ლუციფერივით ჩაერჭო თავით მიწაში და საკუთარი გახრწნილი ხორცით ისეთივე ნაყოფი შვა, როგორიც თვითონ არის._თავისთვის ჩაიბუტბუტა სოკ ჯინმა ისტორიის გაკვეთილზე და შეამკო ყველა მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებლის ჩათვლით, რომელებიც გამეტებით ცდილობენ თავიანთ შეხედულებებს აზიარონ მოსწავლეები. ჰქადაგებენ ჭეშმარიტებას ცოდნის სახელით და ამ დროს გართმევენ კრიტიკულად აზროვნების უნარს._მგონი ზარი გაფუჭდა ხო? რით ვეღარ დასრულდა გაკვეთილი.
შედარებით ხმამაღლა თქვა ბიჭმა და გვერდით მჯდომს გახედა.
გაოცება ნათლად იკვეთებოდა მის სახეზე.-რა?
ისევ პირღიად გაშტერებულს კითხვით მიმართა ჯინმა.
-დანტე?
-ჰა?_ჩაფიქრებით მოაწვრილა თვალები ჯინმა და მერეღა მოაგონდა წუთის წინ ამობუტბუტებული სიტყვები, რომელიც დარწმუნებით ეგონა რომ ძალიან ხმადაბლა თქვა._ხო, შენც იცი?
VOUS LISEZ
¤Make Him Feel¤ (დასრულებული)
Fanfictionmost impressive ranks #1 თეგუკი #1 თექუქი #4 ჯონგუკი #3 ქართული #3 თეჰიონი #1 თე #1 გუკი სადაც ჯონგუკი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ მეგობარი 101%ით ნატურალია. სადაც ზღვარი მეგობრობას და ლტოლვას შორის მხოლოდ გრძნობაა, რომლის გადალახ...