¤19¤

1.2K 144 27
                                    

~¤~

გაზაფხულის ბოლო თვის ღამეს, განსაკუთრებულად გრილოდა.
თითქოს გამოსამშვიდობებლად უკანასკნელ ძალებს იხვეჭდა მაისი, რათა მისი არსებობა დიდხანს ხსომებოდა ადამიანებს.
არ იყო მდუმარე გარემო, მეტიც უფრო ხმაურიანს ეტყოდით ალბათ, მაგრამ ორი ბიჭისთვის, ერთს შარვლის ჯიბეში რომ ჩაელაგებინა ხელები და მეორე ქურთუკის ჯიბეებს შეფარვოდა, იმაზე დიდი სიჩუმე უბრალოდ არ არსებობდა, ვიდრე მათ პირად სივრცეში შეჭრილიყო ამ წამს.

საკმაო მანძილზე გასცლოდნენ უკვე ბარის ტერიტორიას. ცენტრალური ქუჩაც უკან მოიტოვეს, მაგრამ ისევ არც ერთი არ სძრავდა სიტყვას.
მაღალი, შავთმიანი ბიჭის შარვლის უკანა ჯიბეში კი განუწყვეტლად, შემაწუხებლად ზუოდა ტელეფონი.

ყოველი ზუილის გაგონებაზე, დროდადრო გახედავდა შედარებით დაბალი, სუსტი ბიჭი გონებაგაფანტულ მაღალს. წამით დააყოვნებდა მზერას მასზე და შემდეგ ისევ გზისკენ აბრუნებდა მზერას.

სიჩუმეში გზა თითქოს უფრო გრძელი ჩანდა და მოსაწყენი, მიუხედავად კომპანიონის არსებობისა.
სადაც იყო მიუახლოვდებოდნენ ოთხსართულიან შენობას, მაღალის საცხოვრებელ ადგილს.
მხოლოდ ერთი გზის გადაკვეთაღა დარჩენილიყო.

-არ აპირებ უპასუხო?_კიდევ ერთი ზუილის შემდეგ, ბარდიულიდან რომ უნდა გადაედგა ნაბიჯი მაღალს, იკითხა სუსტმა ბიჭმა._უკვე დიდი ხანია განუწყვეტლად რეკავს.

-მოგვიანებით გადავურეკავ, ვინც არ უნდა იყოს.

ისევ სვლის გაგრძელება დააპირა მაღალმა.
თავის მოჩვენება, თითქოს და არ იცოდა ვინ იყო ზარის ავტორი, საერთოდ არ ახდენდა გავლენას დაბალზე, რადგან მშვენივრად იცოდა ვინ და რატომ რეკავდა ასე შეუჩერებლად.

-ცოტა ხნით ჩამოვჯდეთ.

-სახლში ავიდეთ.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz