¤9¤

1.4K 151 55
                                    


~¤~

 
როცა საკუთარი ოთახი დატოვა, ვერ წარმოედგინა თუ ჯონგუკის ოთახში დაასრულებდა და თან ასეთ მდგომარეობაში.
ბიჭის ოთახთან, მხოლოდ შესამოწმებლად მივიდა, აინტერესებდა ეძინა თუ არა ჯონგუკს.
სპილოსძვლისფერ კართან რამდენიმე წამი გაატარა მოშორებით და შემდეგ უფრო მოუახლოვდა. ყური მიადო ხის ზედაპირს.
წამით გაშეშდა, თვალები დაქაჩა.
ეგონა მოეჩვენა.
იგრძნო, როგორ აუჩქარდა პულსი და ნაბიჯი უკან გადადგა.
შეიცადა.
ყრუდ, მაგრამ მაინც ისმოდა ხმა.
უკან გაბრუნების გადაწყვეტილებაც მიიღო, არც ისე მტკიცე, მაგრამ ამ კარის ზღურბლზე არაფრის დიდებით გადააბიჯებდა.
ასე ფიქრობდა.
უფრო მკვეთრი ხმა რომ ჩასწვდა მის სმენას, ყველანაირ გადაწყვეტილებას მიაფურთხა დაუფიქრებლად და ფრთხილად დააკაკუნა.
არანაირი პასუხი.
ისევ დააკაკუნა და კვლავ მდუმარება.
ბოლო მცდელობას კი აშკარად დაბნეული პასუხი მოჰყვა და ნამდვილად აღარ ჰქონდა სურვილი გასცლოდა იქაურობას.
ზეწარმოხვეული შავთმიანის ხილვა, რომელსაც ოფლის წვეთები ჯერ კიდევ დასთამაშებდა ბაკებზე, ნამდვილად დენთი იყო, ჯერ კიდევ გაურკვეველი ფიქრებისთვის, მის თავში რომ ტრიალებდა.
მიზეზსაც რომ ვერ ახსნიდა გასაგებად, რატომ იდგა იქ, ჯერ კიდევ ახლად გათენების ჟამს.

და ახლა რას აკეთებდა?
საწოლზე გადაწოლილს, იდაყვებზე დაეყრდნო სხეული, თავი მკვირცხლად წამოეწია ჯონგუკის მიმართულებით, რომელიც სამეცადინო მაგიდისკენ ნახევრად გადახრილი იდგა და ვიდეოს ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა ლეპტოპში.
მაგრამ რაც მთავარია, თეჰიონის გონება იმაზე კი არ იყო მობილიზებული როდის ჩართავდა ბიჭი იმ დაწყევლილ ვიდეოს, არა, მის ზურგს უყურებდა, დაუღალავად გაშტერებოდა თვალი სხეულის იმ ნაწილზე, რასაც მოუხერხებლად მოფარებული ზეწარი არ ფარავდა.
თანდათან თვალი ჩამოაყოლა წელის მიმართულებით, აშკარად რომ გამოჰკვეთოდა შავთმიანს ქსოვილშიც კი, სწორედ იმ ადგილას ჩაეჭიდა ხელი მჭიდროდ ზეწრისთვის ბიჭს.
კიდევ უფრო ქვევით ჩაათვალიერა და ბოლოს მოშიშვლებულ ბარძაყებზე გაჩერდა.
თმა თითქმის არ ეტყობოდა ჯონგუკის კანს.
ბავშვივით, მხოლოდ ოდნავ მუქ ქინქლებს დაეფარა მკვრივი ბარძაყები.
ისიც კარგად შეამჩნია თეჰიონმა, როგორ ჰქონდა გამოკვეთილი უკანა კუნთი, სახსრის ზედა და ქვედა მხარეს.
ისევ სიმხურვალე იგრძნო.
გამოსაფხიზლებელი.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora