¤14¤

1.5K 155 70
                                    

~¤~


სასიამოვნო საღამო იდგა.
მთელი მხიარულებით იყო ჩართული წაბლისფერთმიანი მეგობრებთან ერთად სმაში და აშკარად უფრო მეტად ასხივებდა ხასიათის ნათელ სხივებს მას შემდეგ, რაც საპირფარეშოდან დაბრუნდა.
ჯერ კიდევ სხეულში უვლიდა წუთების წინ განცდილი სიამოვნება.
ჯერ კიდევ შეიგრძნობდა იმ ექსტაზს, მაშინ რომ დაუარა ვენებში და ისევ დაბერილი ძარღვებით ხელზე, სწევდა კიდევ ერთ ჭიქას მწარე სასმლით სავსეს.
ვერც კი გრძნობდა მის სიმწარეს, ისე უშვებდა ყელში.
არანაირი სასმლით თრობა არ შეედრებოდა იმ მდგომარეობას, რითაც ახლა იყო მთვრალი წაბლისფერთმიანი.

-ჯონგუკი აგვიანებს_ეჭვით შეათვალიერა ქერათმიანმა ბიჭმა თეჰიონი_ერთად არ გახვედით?

-ალბათ მალე დაბრუნდება ჯიმინ.

დაბნევის გარეშე მიიღო პასუხი ქერამ, თუმცა თეჰიონის ანერვიულებამ აშკარად იპოვა გზა მის სახეზე.

-წავალ, გავარკვევ რატომ დააგვიანდა.

ფეხზე წამოდგა ჯიმინი და ის იყო თეჰიონიც აპირებდა წამოდგომას, რომ ჯონგუკი გამოჩნდა.
ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მეგობრებს და უკვე მათ გვერდით მდგარმა, ადგილი მინას ნაცვლად თეჰიონის გვერდით დაიკავა.

-ჯონგუკი...

წუწუნით ამოიკნავლა გოგონამ და შავთმიანთან მიახლოება სცადა.

-მინა თავს შეუძლოდ ვგრძნობ.

ხელი მუცელზე მიიჭირა ბიჭმა სანიშნებლად, რომ რაღაც იქ არ ჰქონდა რიგზე.
რა თქმა უნდა მინა არ იყო ის, ვინც ამ სისულელეს დაიჯერებდა, უბრალოდ ინტერესით კვდებოდა გაეგო, რა მოხდა თეჰიონსა და ჯონგუკს შორის საპირფარეშოში. ყველაზე ბინძურ ფანტაზიებს მოუხმო გოგონამ და უფრო მეტად განაწყენდა, რადგან აშკარა იყო ჯერ ვერ შეიტყობდა მომხდარის შესახებ.

თავი გადააქნია მინამ და უკმაყოფილო სახით დაბრუნდა თავის ადგილზე.

¤Make Him Feel¤ (დასრულებული)Where stories live. Discover now