5 - დორიან გრეი

118 16 4
                                    

სადილისთვის ჩასაცმელად ღია ცისფერი ჩაის კაბა ავარჩიე, უფრო ღია ფერის არშიებით. ტესას ნათქვამი გავითვალისწინე და ფეხსაცმელი ბინტებზე არ ჩავიცვი, რაზეც მოახლემ, სახელად ბრიჯეტმა, დამცინა. ვთხოვე, თუ შეგიძლია, ძეწკვი რომ მიშოვო-მეთქი. მასზე ფერიის ბეჭედი ჩამოვკიდე და ყელსაბამად ქცეული რელიკვია ყელზე გავიკეთე.

- არ მოდიხართ? - მკითხა ბრიჯეტმა, თვითონ სამზარეულოში რომ ჩადიოდა.

- ახლავე, უბრალოდ, ცოტა დრო დამჭირდება, - თავი დავუქნიე და დამშვიდობების ნიშნად ხელი ავუწიე.

საწოლის ჩარდახს ავხედე. როგორ აკლდა ერთი კარნიზი, თუ სინამდვილეში არაფერი ჩამოვარდნილა, რადგან მოწყალების ამბავი უბრალო ზმანება იყო?

ღრმად ჩავისუნთქე.

ახლა ყველაზე მთავარი ის იყო, ჰერონდეილებზე კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა. უილის და ტესას შვილები, დაახლოებით, ჩემი ტოლები უნდა ყოფილიყვნენ. მათს სახელებს ვიმეორებდი გონებაში, სანამ კიბეებზე ბორძიკით ჩავდიოდი.

- უუჰ!!! - დაიგმინა მან, ვისაც შევეჯახე. შეხედვა დავაპირე, თუმცა თვალი ვერ გავუსწორე, რადგან თითქოს, მზის სინათლეს ირეკლავდა და ოქროსფრად ბრწყინავდა.

- მაპატიეთ, მე... - ცხვირში პორტის სუნი მეცა. ღმერთო, ინსტიტუტში პირველივე შემხვედრს თავისივე ბოთლით გადავასხი სასმელი!

- აჰხ! ოღონდ ეს არააა, - დაიჩივლა და ოქროს-ნეფრიტისფერ მაქმანებიანი ჟილეტიდან ცხვირსახოცი ამოიღო.

- ძალიან გთხოვთ, მომიტევეთ. ახლავე დავუძახებ ბრიჯეტს, რომ ახალი ჟილეტი მოგიტანონ, სერ! - კანკალმა ამიტანა და პომიდორივით გავწითლდი.

- არა, არ გინდა. საკუთარი ტანსაცმელი აქ არ მაქვს, შავ ჟილეტს კიდევ, არ ჩავიცვამ. - წამში ამომხედა და ხელები ჯიბეებში ჩაილაგა - ჰო, მართლა, სელია დეილტრესი ბრძანდებით, არა? მიუტევეთ ჯეიმის, ჩემმა ფარაბათაიმ არ იცის, საწოლები როგორ შეაკეთოს.

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Where stories live. Discover now