ფოტოზე ამელიას თმასავით ცეცხლისფერი შროშანი <3
ყველაფერი მოვუყევი... ყველაფერი იმ დღიდან მოყოლებული, რაც სახლიდან გავიქეცი, რათა ჯონს მივთხოვებოდი.
თვალებში ვერ ვუყურებდი. თავს მაღლა ვერ ვწევდი, რადგან ვიცოდი, თვითონაც ვერ მისწორებდა მზერას - ვერ უსწორებდა ჩემს თმას, ჩემს კანკალს აყოლილ სხეულს.
თხრობის დასასრულს კი ღრმად ამოისუნთქა და ხელები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვა. ამდენი რამ გულის კარში შესაშვებად მართლაც ზედმეტი იყო.
- შვილიშვილი მყავდა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი? დედა გახდი... და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი?.. - ხმა ვერ ამოვიღე. რემუსმა მუქი თითები წარბებზე გადაისვა. - მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს ქალიშვილს აწამებდნენ და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი?!
- მამა...
- გისმენ, სელია. ესეც ამიხსნა, იქნებ.
- მამა, გთხოვ, ეს ყველაფერი ჯონს არ გადააბრალო! მისი ბრალი არ ყოფილა, ამას ხომ ხვდები?
- სელია, ნუთუ შენ...
- ის პატიოსანი მეუღლე და მამა იქნებოდა, ამის შესაძლებლობა და მომავალი რომ მოგვცემოდა. ეს დანამდვილებით ვიცი. ისიც ვიცი, როგორი სიძულვილით ხარ განმსჭვალული მისი ოჯახის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზეზი ჩემთვის არასოდეს გადაგიშლია, მაგრამ გთხოვ, დამიჯერე - ჯონი ღირსეული კაცია.
- ღირსეული... - ჩაიცინა თავისთვის. - ეს როგორ უნდა დავიჯერო მას შემდეგ, რაც მამამისმა გაუკეთა დედაშენს?
- მამა, გემუდარები, მამამისის ცოდვებს ჯონს ნუ მიაწერ, ის... - უცებ ჩავფიქრდი. - რა თქვი, ვის რა გაუკეთაო?
- ოჰ... რამდენს ტიროდა ამელია. თავი ისე შეურაცხყოფილად აგრძნობინა, სელია!
- რა გააკეთა, მამა? - ვკითხე. გულმა რეჩხი დამიწყო.
- ღმერთო... - თვალები მოისრისა. ბოლოს როდის ველაპარაკე დედაზე? იმდენი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც მისი სახელი ეთქვა... ალბათ, როგორ სტკიოდა! მე ხომ იმ ქალს არ ვიცნობდი, ვინც თავის სიცოცხლეს ჩემი არჩია; არ ვიცნობდი დედას, მაგრამ ის ხომ იცნობდა... მას ხომ უყვარდა.

ŞİMDİ OKUDUĞUN
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantastikროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...