19 - მშვიდობით, დრაკონო
მამაჩემს ყველაფერი მოვუყევი, კი, მაგრამ მოწყალებისა და მასსა და ჩემ შორის ლტოლვის შესახებ კრინტიც არ დამიძრავს. თუმცა, ამასაც ორი წლით ვეღარ დავუმალავდი.
- Pater, - მამა, - დავიჩრუჩულე.
- გისმენ, ლაილა.
ყელი ჩავიწმინდე.
- რა თქმა უნდა, აქ მარტო არ მოვსულვარ. ამაში ორი ადამიანი დამეხმარა. ერთ-ერთი არის... - ღრმად ამოვისუნთქე. - ჯონი. - წელში მძიმედ გაიმართა, მაგრამ ცუდი არაფერი უთქვამს. - მეორე კი - ის, ვინც... - სიტყვა გამიწყდა.
- ეი, - რემუსი ჩემთან გადმოჯდა და მხარზე ხელი მომითათუნა. - ნუ გეშინია, ლაილა. მხოლოდ, მითხარი.
- ის, ვინც ჯონის შემდეგ... შემიყვარდა.
თავი ავწიე და თაფლისფერ თვალებში ჩავხედე.
ანასთვის არასდროს მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი - ყოველი შემთხვევისთვის, სიტყვებით არა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, - მაგრამ ახლა... მამაჩემს ვუტყდებოდი იმაში, რაც ჯერ თვით ანასთვისაც არ მეღიარებინა.
კაცმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ დავასწარი და გავაჩუმე.
- შენ იცნობ მის ოჯახს... მის მშობლებს.
- მის?... - ამოილუღლუღა, - გოგოა?
- ჰო... - თვალები დაბლა დავხარე. - და არა. - დავამატე.
- რა... რა? - დაიბნა მამაჩემი.
- ლაითვუდია, - სასხვათაშორისოდ ვთქვი, თითქოს ეს რამეს შეცვლიდა.
- აჰა, ნუთუ, ლაითვუდი? - გაეღიმა. - ღმერთო, რამდენი წელია, გაბრიელსა და გიდეონს არ შევხვედრივარ. აბა, მითხარი, იუჯინიამ მოგხიბლა?
- ოჰ, იუჯინიამ? - სიცილი ამიტყდა. - არა, არა, მამა, იუჯინია გიდეონის ქალიშვილია, მე გაბრიელის... - ტუჩები ამითრთოლდა. - ვიგულისხმე.
![](https://img.wattpad.com/cover/260155823-288-k809325.jpg)
KAMU SEDANG MEMBACA
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasiროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...