2 - უძღები ასულის დაბრუნება

239 23 6
                                    

მეჯლისი შავ-თეთრში იყო გახვეული. დარბაზში იოჰან შტრაუსის ვალსს მევიოლინეები ისე გაცხარებულები უკრავდნენ, მეგონა ხემს ნებისმიერ წამს წაეკიდებოდა ცეცხლი.

წყვილები ცეკვავდნენ - გოგონების კაბები აქეთ-იქით ფრიალებდნენ, როდესაც ბიჭები მათ ღიმილით დაატრიალებდნენ. ვინც არ ცეკვავდა, ერთურთში საუბრობდა და ჭიქებიდან შამპანურს წრუპავდა.

ახალგაზრდა ქალის გადაკისკისების ხმამ სხეულში ჟრუანტელის ტალღები ამიცეკვა. მანამ, კი სანამ დავინახავდი, ვინ იცინოდა, დარბაზის ჭერი ჩამოიქცა და თავის ნანგრევებში ჩამიყოლა."

ოფლიანი წამოვხტი. სისხლშემხმარი საღამური გულზე მიმკვროდა. ისედაც გასქელებულღერებიანი თმა სისხლს კიდევ უფრო შეეწებებინა ერთმანეთზე. ამძვრალი ღილები კვლავ იქ ეგდო, სადაც ჯონმა დაყარა. არაფერი შეცვლილიყო - ისევ იქ ვიწექი, სადაც გული წამივიდა. ანდა, საერთოდ რატომ უნდა მქონოდა იმის იმედი, რომ რამე შეიცვლებოდა? ის ხომ ადრინდელი ჯონ ბრაუნლოუ არ იყო, და ვერც ვერასდროს იქნებოდა!

- შეეგუე ამას, შე სულელო!!! - ვუღრიალე ჩემ თავს, ფერიების ალაფს ვეძგერე და ოთახის ბოლოში გავისროლე - ერთი თითი, მეორე, მესამე... ვღრიალებდი და ვკიოდი.

სხვა ალაფებს მივადექი და მათი მსხვრევა დავიწყე.

იისფერი კულულები, მთვარისფერი ბრჭყალები, სისხლშემხმარი ეშვები და გველისებრი თვალები...

ლილითის შვილის თეთრი რქა ხელში მოვიმარჯვე და ყვირილით ვესროლე შუშას, რომლის მიღმაც ტყავის წიგნაკი იმალებოდა. ნამსხვრევები ჩანჩქერის დარად ჩამოთქრიალდა იატაკზე.

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora