გამეღვიძა.
გამეღვიძა?!
კი, მაგრამ, როდის დავიძინე?
ირგვლივ მიმოვიხედე, ურბილეს საწოლში ვიწექი.
Split the lark, and you'll find the music.
გინებით წამოვჯექი. სრიალა, აბრეშუმის ოქროსფერ თეთრეულზე.
- ნუ ინერვიულებთ, სელიამ ღამე ჩემს ბინაში გაატარა. - მომესმა ანას ხმა მიხურულ კარს მიღმა. - არა, არა, ყველაფერი კარგადაა. ახლა სძინავს. - სიჩუმე. - დიახ. - ისევ სიჩუმე. - დიახ, დიახ, - კიდევ სიჩუმე. - არა, დეიდა, არაფერი დაშავებია, ინსტიტუტში დღესვე მოვიყვან. მთელსა და საღსალამათს... ნახვამდის!
კარის გაღების - არა დახურვის - ხმა და ანას არსებობის მტკიცებულება ვეღარ შევნიშნე.
გვერდით გავიხედე. მატრასს ეტყობოდა, მეორე მხარესაც ჩაზნექილიყო.
ნუთუ, ანა...
არა! ასეთი სულმოკლე ვერ იქნებოდა!
ფანჯარაში მზის შუქი შემოვარდა და მზერა მომაჭამა. თვალები მოვჭუტე და ხელი ავწიე - ხელი, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ტყავის ტუნიკა აღარ ფარავდა...
საღამური მეცვა!
კი, მაგრამ როდის?
Split the lark...
- And you'll find the music... - ჩავიჩურჩულე, - bulb after bulb... - სიტყვები გონებაში ისე ამომიტივტივდა, მისი გააზრება ვერც კი მოვასწარი. – in silver rolled! - აღმომხდა...
თავი ხელებში ჩავრგე.
ყველაფრის გახსენებას ვეცადე.
ინფენის ბუნაგში მივედი... და ჯონი... ჯონი ვნახე! მომაგნო! აქ ჩამოვიდა! ჩემი ადგილმდებარეობა იცის! იცის, რომ ინსტიტუტში წავედი...
მაგრამ შემდეგ... იქ მათრახი იყო!
და... ანამ გადამარჩინა... გული რომ წამივიდა, თავის სახლში ხელით წამომიყვანა...
გამახსენდა ანას თბილი, ძლიერი მკლავები, მისი ხმა, მისი სიმღერა. იავნანა, რომელსაც რბილი, სავსე ტუჩებით მიმღეროდა. მისი სილუეტი, მთვარის ჩრდილში მოქცეული, გამოკვეთილად რომ გაირჩეოდა მისი ულამაზესი სახე... მისი თითები, ჩემსაში გადახლართული! მისი გულისცემა, თითქოს გული ჩემს ყურში უფეთქავდა.
KAMU SEDANG MEMBACA
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasiროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...