17 - Salve, Pater

52 7 2
                                    

Salve, Pater - (ლათ. გამარჯობა, მამა)

ლურჯი საათისთვის ფლიტ-სტრიტზე მივედით.

მე და ანა.

ჯონი ჭიშკართან გველოდა. გველოდა ჩვენ ორს. ხელები შავი შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო - ისე, რომ მხოლოდ ცერა თითები მოუჩანდა - აქეთ-იქით იყურებოდა და ქუსლებზეც გაქანდებოდა ხოლმე.

-   Peidiwch â bod yn llym wrtho, Os gwelwch yn dda. - არ ეუხეშო, გთხოვ, - მუდარით სავსე ტონით ვუჩურჩულე ანას ყურში.

-   A beth fydd e'n ei wneud? Grio? - თორემ რას იზამს? იტირებს? - გაიძვერულად ჩაიხითხითა. მხარზე ვუჩქმიტე.

ეტლის კარი ჯონმა გაგვიღო. პირველი მოწყალება გადავიდა.

-   გამარჯობა, გამარჯობა, - ჯონმა თავი ღიმილით დაუკრა და გვერდით გაიწია, რათა გოგოს საფეხურებზე ჩასვლა შეძლებოდა.

-   გაგიმარჯოს... - ანამ ცოტა ხნით უყურა, შემდეგ კი ლურჯი მწერა წაბლისფერ თვალებში განმგმირავად გაუყარა და დაამატა. - ჯონ.

ოჰ, არა...

-   ჯონ, ეს ანაა, - ხელით ვანიშნე. ვცადე, ხალისიანი გამომეტყველება შემენარჩუნებინა, მიუხედავად იმისა, რომ ღელვა შიგნიდან მჭამდა.

მამაჩემი.

ორი წელი... ორი წელი მის გარეშე. ...მთელი თავისი ცხოვრება ჩემთვის თავშესაფრის გაწევის გარდა არაფრისთვის მიუძღვნია.

ინსტიტუტის ეტლი დაიძრა. ქსანთოსმა იცოდა, საითაც გაეჭენებინა - უელსთან ახლოს მდებარე პატარა სოფელთან, რომელთანაც სამი დღის მაგივრად სამ საათში გაგვაჩენდა - თუმცა, მიწიერებს დააბნევდა კები მეეტლის გარეშე, ამიტომ, ჯონმა იმარჯვა ცხენის სადავეები.

ცოტა ხნით ანას მხარზე თავჩამოდებულს მეძინა, მაგრამ მივხვდი, როდის გავცდით ლონდონს და როგორ დავადექით შედარებით ქვაღორღიან გზას; ნაცნობი კენჭები ბორბლების ქვეშ როგორ სხლტებოდნენ.

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora