ბნელა.
მარტო ვარ.
ვერაფერს ვხედავ.
სისინის ხმა მესმის.
მაღლა ვიხედები.
ფერიების თითებს ვხედავ... დაბლა ეშვებიან...
- არა! - ვყვირი, მაგრამ ირგვლივ არავინაა ისეთი, ვისაც შეუძლია, ჩემი ხმა გაიგოს. - ვინმემ მიშველეთ! - ცრემლიანი თვალებით აქეთ-იქით ვიხედები, მაგრამ არაფერი იცვლება. - ანა! ანა, გთხოვ! შენ მაინც დამეხმარე!
გამეღვიძა.
ხმამაღლა ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნიდა.
კარის გაღების ხმა გავიგე და თვალის დახამხამებაში, ჩემ წინ ანა ლაითვუდი გაჩნდა. მიუხედავად ღამის სიბნელისა, მთვარის შუქზე მის სრიალა, ზურმუხტისფერ ხალათს ვარჩევდი, რომელიც, თითქოსდა, სისწრაფეში შემოეცვა. სახეზე ავხედე და ჩემს თვალებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, მასზე შიში აღბეჭდვოდა...
შიში? ანას ეშინია?
ანას?!
- რა ხდება?! - მკითხა ხმამაღლა.
- მეშ... მეშინია, - ვცადე, არ ავტირებულიყავი. - მეშინია... - გავიმეორე თუ არა, ცრემლები წამომცვივდა და ავქვითინდი... მის თვალწინ. საკუთარი თავისთვის ამის უფლება არ უნდა მიმეცა!
მაგრამ...
- ოჰ, სელია, - თავი სევდიანად გაიქნია და თბილ მკლავებში მომაქცია.
თავი მხარზე ჩამოვდე, ხელები ბეჭებზე მოვხვიე და მისი ხალათი ხელისგულებში მოვჭმუჭნე.
- ჩჩშშ, ჩჩშშ, - ზურგის წრიულად დაზელვა დამიწყო, მეორე ხელით თავის უკანა მხარეს მომეფერა, ჩემს თმაში თითები შეაცურა და პატარა ბავშვივით დამარწია.
KAMU SEDANG MEMBACA
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasiროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...