27 - კარდან გრინბრაიარი, ელფჰეიმის მეფე

66 6 0
                                    

(ფოტოზე ზუსტად, რომ კარდან გრინბრაიარი, რომელიც განუწყვეტლივ წერდა თავისი საყვარელი ქალის სახელს ფურცელზე, სანამ ის მთლიანად არ გაავსო).

თავი დაუსრულებელ სიბნელეში ამოვყავი. ერთადერთი სინათლის წყარო ჩემს ცხვირწინ მდგარი ჯონი იყო.... და... მე!

სხეულზე დავიხედე - თეთრი, ვარსკვლავივით ღუდღუდა კაბა მეცვა, კანი კი ვერცხლისფრად მიბრჭყვიალებდა. თავს შევსებულად ვგრძნობდი. ყელში სისხლის დაგროვებული მასა აღარ მიღიტინებდა; აღარ მეგონა, რომ ნებისმიერ წამს დავეცემოდი.

-   ჯონ, - ნერწყვი გადავყლაპე და თვალი გავუსწორე. - ...განვიკურნე?

-   სანამ აქ მოხვდებოდი, შენში ზეციურმა ცეცხლმა გაიარა. - გამიღიმა ჯონმა. - წაიღო შენიდან ყველაფერი დემონური და ცუდი. ასე, რომ, დიახ, სელია, ახლა ჯანმრთელი ხარ.

-   სად ვართ? - ირგვლივ მიმოვიხედე. არარაში ვიდექით. მხოლოდ ჩვენ ვანათებდით, ირგვლივაც არაფერი ჩანდა, გარდა - სიშავისა.

-   ცოტა ხანს აქ დავყოფთ, სანამ ჩვენს გვამებს დაწვავენ, რაც, წესით, მალე უნდა მოხდეს. შემდეგ კი... - ყურებამდე გაიღიმა. ლოყები უბრწყინავდა. ბედნიერი ჩანდა. ასეთი  ბედნიერი მხოლოდ ერთხელ მენახა... მას შემდეგ აღარასდროს. - ანგელოზი რაზიელი სახლებს მოგვიჩენს.

-   ესე იგი, მოჩვენებებად არ დავრჩებით? - ხელები იდაყვებზე შემოვიხვიე.

-   არა მგონია. - თავი გაიქნია. - მოჩვენებად მხოლოდ მაშინ იქცევი, როდესაც ამიერ სამყაროში რაღაც გაკავებს, ან შესასრულებელი მისია დაგრჩა. შენ რა, ფიქრობ, რაღაც გასაკეთებელი გაქვს?

-   მე... - თავი დაბლა დავხარე და კბილები ტუჩებზე დავიჭირე. - კიდევ ხუთი წუთი... ხუთი წუთიც რომ მქონოდა! ხუთი წუთი, ჯონ! - მუხლებზე დავიხარე და დაბლა დავჯექი. სიშავეზე. კაბის არშიები ჩემ გარშემო ლოტოსის ფოთლებივით გაიშალა. - ასე როგორ მოვკვდი... როგორ დავტოვე ის მარტო...

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Where stories live. Discover now