თბილი, ლუდითა და შემწვარი ხორცით გაჟღენთილი ჰაერის ტალღა ჩემთან შესახვედრად ხელგაშლილი წამოვიდა. ყავისფერ, ხით ნაგებ ტავერნაში შევიხედე, ყვითელ შუქში მოტივტივეს.
სანახაობა, რომელიც იქ იდგა...
ქვესკნელის ბინადრების ცისატყელა ირეოდა აქეთ-იქით, მწვანეკანიანი კელპები ერთმანეთის გადაძახილებს ვერ აუდიოდნენ, მაქცია მიმტანები შეკვეთებს იწერდნენ, სადღაც, ვიღაცამ ვიღაცას ლუდი გადაასხა და იმაზე მიდიოდა გარჩევა, ვიღაც ლურჯკანიან, თეთრ-რქებიან ჯადოქარს ეხვეწებოდა, სინათლის მარაგი შეგვივსეო, რომელიღაც კუთხეში კი ვამპირები და ფერიები „ღარიბ მეზობელს" თამაშობდნენ და ვერ გაეგოთ, რომელი იყო მოგებული, რომელი - წაგებული.
- აბა? - კმაყოფილებით შემომხედა მეთიუმ.
- ეს... ეს...
- სიტყვებს ვერ პოულობ, არა? - ტუჩები აგრიხა. - გამიკვირდებოდა კიდეც, რამე რომ გეთქვა.
შიგნით შემიძღვა და დამეხმარა, ხალხს შორის გზა გამეგნო და არ გავჭყლეტილიყავი. როგორც ჩანდა, ჩემი ტერფები არავის ადარდებდა.
- გამარჯობა, ერნი! ფეხის საქმე როგორ არის? - ხელი ასწია მეთიუმ, მაგრამ ვის მიესალმა, ვერ დავინახე.
- ნელა-ნელა, ჯერ კიდევ შუშდება! - გადმოსძახა ვინმე ერნიმ.
- ჯანზე ყოფილიყავი, მეგობარო, - შემდეგ მე ჩამომხედა. - იქ რომ კიბეებია, - თითი წინ გაიშვირა, - იმაზე ადი. მე ხომ არ აგიყვანო?
- არა! - მტკიცედ მოვუჭერი.
- მეც მალე ამოვალ. ლუდი წამოგიღო?
- არა, არ მინდა.
- კარგი, რა, ერთი პატარა კათხა მაინც.
- არ მინდა-მეთქი!
- რა გაეწყობა. აი, იქით, - მანიშნა დახვეულ საფეხურებზე კიდევ ერთხელ.
მის მიმართულებას მივყევი. გული უცნაურად მიფანცქალებდა.
- რა უცნაურია, - გავიფიქრე. - ადამიანების შესახებ მსმენია; გამიგია, რა ძლიერად დაუმარცხებიათ ბოროტება და გადაურჩენიათ სამყარო; ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთ საქმეს ვემსახურებით, თუმცა ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ. ჩემზე მეტნი ბევრი არაფრით არიან, მაგრამ მათი პირისპირ ხილვა ჩემთვის მაინც დიდი პატივია, თავად მათთვის ეს უცნაურად ჟღერს თუ არა.
![](https://img.wattpad.com/cover/260155823-288-k809325.jpg)
ESTÁS LEYENDO
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasíaროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...