მიწიერ კებმენს ვუყვირე:
- კარტზონ-სტრიტზე, რაც შეიძლება სწრაფად!
- ტომას, რიტმი დამჭირდება, ისე ვერ ვიმღერებ! - მომესმა ხმა შიგნიდან, სანამ ჯეიმსისა და კორდელიას სახლის ზღურბლთან ვიდექი.
- კარგი, რა, მეთიუ, რომელი მუსიკოსი მე მნახე?
- სიმღერებს ხომ წერ?
- ეს იმას ნიშნავს, რომ დაკვრაც ვიცი? პიანინოზე ალასტერი და ჯეიმსიც უკრავენ.
- ხომ გთხოვე, ნუ იტყვი-მეთქი!
- და სიმართლე გითხრა, მეც დიდი ხანია თავი ვანებე.
- პიანისტის თითები გაქვს, ჯეიმი, ეს რატომ გააკეთე?
- არ ვიცი, იქნებ მომბეზრდა?!
- ასე რომ, ტომას! გთხოვთ!
- რა გაეწყობა...
კარი კორდელიაზე ოდნავ მუქკანიანმა მოსამსახურემ გამიღო. ალასტერივით ბნელი წაბლისფერი თმა ჩაჩში შეეკეცა და გამჭოლი მზერით მომჩერებოდა იმავე ფერის გუგებით.
რაიზა უნდა ყოფილიყო, კარსტაირსების პირადი მოახლე. ჩემზე თვალის შევლებაც საკმარისი იყო, იმისთვის რომ, თავი უკან გაეტრიალებინა და დიასახლისისთვის სპარსულად გადაეძახა. ალბათ, ეგონა, ვერ გავიგებდი. თუმცა... ჯონისთვის ოდესღაც დაჟინებით მომეთხოვა, თავისი მშობლიური ენა ჩემთვის ესწავლებინა, ამიტომ მოსამსახურის ნათქვამის გონებაში სათარგამნად ერთი წამიც არ დამჭირვებია.
„ძალიან ფერმკრთალი ქალია აქ!"
- ოუ! - მოისმა ნაცნობი ხმა, შემდეგ კი კორდელიაც გამოჩნდა, სახატავი ოთახიდან პირდაპირ ჩემკენ რომ გამოიქცა და ხელი მაჯაში რომ ჩამავლო. - რაიზა, ეს სელიაა! - მიუბრუნდა მსახურს. - და გთხოვ, მას ასე ნუღარ დაუძახებ.
თუმცა, როდესაც რაიზა თავის დაკვრით გავიდა სამზარეულოში, დეიზიმ მხრებზე შფოთვით მომიცაცუნა, მართლაც გაფერმკრთალებულხარო.

BẠN ĐANG ĐỌC
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Viễn tưởngროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...