16 - რუმპელსტილტსკინი

68 9 6
                                    

ის იყო, ანამ თანხმობის ნიშნად კიდევ ერთხელ მაკოცა და ტუჩებიდან სისხლი მომწმინდა, კარზე კაკუნი გაისმა. კითხვის ნიშნად შევხედე, თუმცა შეკრულ წარბებზე ეტყობოდა, პასუხი თავადაც არ იცოდა.

-   ამიყვანე, რა, - მოჰყვა ხმა კარს მიღმა.

მეცნო.

სახელური ანამ ჩამოსწია.

-   ალექს! - გაიცინა და ბავშვს თმა აუჩეჩა.

-   ელი?! - სიხარულითა წამოიძახა ბიჭმა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა.

ავიყვანდი, რო? დავიჭერდი ისე, რომ არ გამვარდნოდა?

-   გამარჯობა, ალექსანდერ, - გავუღიმე და ნება მივეცი, ხელი ჩემი საჩვენებელი თითისთვის შემოეჭირა. - გამარჯობა, სესილი, - გავხედე ქალს.

-   მიხარია შენი კიდევ ერთხელ ნახვა, სელია. - თავი გვერდზე გადაიქნია და შავი, გრძელი კულულები უკან გადაიყარა.

რა თქმა უნდა, ალექსი და კრისტოფერიც ჰგავდნენ სესილის, მაგრამ ისე, როგორც ანა ასახავდა დედამისის თითოეულ დეტალს...

-   დედა, ხომ ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა ანამ.

-   რა თქმა უნდა, მხოლოდ, მინდოდა შენთვის რაღაც მეთხოვა. - მე გამომხედა. ალექსანდერს კვლავ ჩაებღუჯა ჩემი თითები. - დაიჭერ? - მკითხა ღიმილით.

-   მგონი, შევძლებ, - ვთქვი ჩუმად და ალექსი ჩემკენ გამოვწიე. კუნთები დამეჭიმა, მაგრამ თავი შევიკავე. ვიცოდი, არ გამივარდებოდა. როცა ბავშვი მენჯზე შემოვისვი, ისე, რომ უკან არ გადავარდნილიყო, კისერზე ხელებიც კი მომხვია.

ბედნიერი ჩანდა.

ნორმანი იყო ის, ვისი დაჭერაც ვერ შევძელი - ალექსანდერ ლაითვუდი არა.

-   რა ხდება? - ხელები წინ გადაიჯვარედინა ანამ.

-   ინსტიტუტში კლეივის შეკრება იწყება, სანამ კი მკითხავდე, თუ შენ ან კიტი რატომ არ მიმყავხართ, გეტყვი, მხოლოდ მათთვისაა, ვისაც „მექანიკური ომი" გამოვლილი აქვს, ალექსს მხიარულ ქურდებს" ვერ დავუტოვებ, ამიტომ ვფიქრობდი, იქნებ შენ მაინც მიგეხედა საკუთარი ძმისთვის ერთი დღით. მითუმეტეს, სელიაც აქ ყოფილა. - ბოლო სიტყვები უცნაურად წარმოთქვა, თუმცა არაფერი მიკითხავს.

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Where stories live. Discover now