15 - Wo men shi sheng si ji jiao

60 10 0
                                    

თავის სახელი ჩინური სიტყვებია, მნიშვნელობით - 'ვიზრუნებთ სიცოცხლესა თუ სიკვდილში'

დაბლა ლექსი ლათინურია:

Multas per gentes et multa,

per aequora vectus,

advenio has miseras,

frater, ad inferias.

გადმოვვლე ზღვები და წყლები,

რამდენი ტომი და ხალხი,

რომ მოვსულიყავ შენთან, შენი სამარის კარად,

მომეძღვნა სიკვდილის ძღვენი, როგორც საფლავთან მიაქვთ,

თან გესალმები, ძმაო, თან გეთხოვები მარად;

- კატულუსი

ჯონის მკლავებში ჩაძინებულს ჯონის მკლავებშივე გამეღვიძა.

დაბრუნდა... დამიბრუნდა.

და ახლა?

თვალები ავახამხამე და ავხედე. ღიმილით დამყურებდა.

-   დილამშვიდობის, - მითხრა და წარბებს შორის მაკოცა.

-   შენ რა, გეღვიძა?

-   ჰო, - ჩაიხითხითა.

-   ასე აღარ გააკეთო, - თავი გავიქნიე და წამოვჯექი, რის გამოც მოუწია, ხელები გაეშვა, - ერთხელაც გულს გამიხეთქავ.

-   ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა.

ცხვირზე ვაკოცე. გული უცნაურად გამითბა. ზედმეტადაც კი.

ზევსმა თავში ჰეფესტოსის გამოჭედილი მეხი დამცა. ჩემს გონებაში ერთადერთმა სიტყვამ იფეთქა: ანა!!!

-   სელი, - ჯონმა მხარზე ხელი მომკიდა, - ყველაფერი რიგზეა?

-   ჯონ... - ჩავიჩურჩულე. - ახლა... ბეჭედზე ხომ გუშინ გაიგე. სხვებს ყველაფერს როგორ ავუხსნით...

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora