13 - Ymlacio, Draig

45 10 2
                                    

თავის სახელი უელსურადაა დაწერილი, რაც ქართულად ნიშნავს - 'მშვიდად, დრაკონო'

ფოტოზეც უელსის დროშაა

კისერზე ჩამოკიდებული ბრაუნლოუების საგვარეულო ვერცხლის ბეჭედი ფანჯრიდან შემოსულ შუქზე უბრწყინავდა.

სხვები კი მის გარშემო... ისე მიყურებდნენ, ისე მიღიმოდნენ, ლამის გული გამისკდა.

მისი წყევლა!

მანიპულაციის უნარი. აი, რატომ შემოუშვეს ისე, თითქოს არაფერი დაეშავებინა... თითქოს, არ ვეწამებინე.

მისი უნარი, გავლენა ექონია ყველასა და ყველაფერზე, თუ ამას მოინდომებდა.

-   არ მინდა ეს, სელი! - მახსოვდა, როგორ ატირდა ერთხელ, დიდი, დიდი ხნის წინ, ჩემს მკლავებში. - აღარ მინდა, სელი, აღარ მინდა!

მაგრამ ახლა...

ამ უნარის შხამით გაჟღენთილი ჰაერი - უნარის, რომელიც ჩემზე გავლენას არ ახდენდა, რადგან ალაფის ოთახიდან წამოღებული ფერიის ბეჭედი იმ დღის შემდეგ თითზე მეკეთა - ცხვირში მწველად შემითქრიალდა.

მედუზა გორგონას დარად, ერთი შეხედვაც და თავის მონად გაქცევდა. თუმცა, ჯონს არ სჭირდებოდა თავზე გამოსხმული გველები და გამქვავებელი გუგები, საკმარისი იყო, ერთ წუთზე მეტ ხანს მაინც გაგესწორებინა მისთვის მზერა, შენი მარიონეტის ძაფები უკვე მის თითებზე იყო გამობმული.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, სანამ რამის თქმას მოასწრებდნენ, უკან შევბრუნდი და ანას სახე ხელებში კანკალით, მაგრამ სწრაფად მოვიქციე. ლოყები მრისხანებით ავარვარებოდა, თუმცა - როდესაც ჩამომხედა, ირისები გაკვირვების ნიშნად გაუფართოვდა და ცეცხლი გაუნელდა.

-   თვალები დახუჭე, - ვუჩურჩულე სწრაფად. - გთხოვ, ანა, გთხოვ, თვალები დახუჭე!  ახლავე!

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora