8 - ელექტრუმის მათრახი

67 11 7
                                    

-   ფეხსაცმელებს ხვალ დაგიბრუნებ, - ვუთხარი ანას დამშვიდობების წინ.

-   ესე იგი, შემხვდები, - თავი დამიკრა.

-   ამას მაშინ ამბობ, როდესაც სათქმელი არ გაქვს?

გაეცინა.

-   ნახვამდის, სელია, - დამაწია, სანამ ინსტიტუტის გზას გავუყვებოდი.

თავიდან ვიფიქრე, იმას შევაჩვევ, რომ ყველაფერს ვერ მიიღებს, რაც უნდა და არ შევტრიალდები, რომ საპასუხოდ რამე შევაგებო-მეთქი, მაგრამ შემდეგი სიტყვები ისე წამომცდა, მათი გააზრებაც ვერ მოვასწარი.

-   მომავალ, შეხვედრამდე, მოწყალებავ.

მისი სიცილი კიდევ რომ ვერ გამეგო, დანარჩენებთან ერთად სწრაფად გადავჭერი ქუჩა.

მე და ლუსი ინსტიტუტში ვბრუნდებოდით, ჯეიმსი და კორდელია კი მიგვაცილებდნენ (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახლი ჰქონდათ კარტზონ-სტრიტზე).

მხოლოდ, როდესაც დაღამდებოდა...

ინფენის საძებნელად გავეშურებოდი...

კარზე კაკუნი გაისმა. 

-   შემოდით! - დავიძახე.

კარი ტესამ შემოაღო.

-   როგორ ხარ, სელია? - მკითხა და სამსანთლიანი შანდალი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა.

-   მშვენივრად, ტესა, - გავიღიმე და საწოლზე წამოვჯექი.

-   იძინებ? - მკითხა ქალმა.

-   დიახ. დავწვები და ვნახოთ, როდის ჩამეძინება.

-   ძილინებისა, - ხელი ნაზად დამიქნია.

-   ძილინებისა.

საათმა რამდენს ჩამოჰკრა, ვეღარ დავთვალე. იმ დროისთვის უკვე მომეხერხებინა კარადაში საბრძოლო სამოსის - შავი ტუნიკის, შემოსაცმლის, იარაღების ქამრის, შარვლის, მაღალყელიანი ჩექმების, პირბადისა და კაპიუშონის - პოვნა და ჩაცმა.

სარკის წინ დავდექი, წინ ჩამოგდებული ვერცხლისფერი ღერები - რომელთაც შეეძლოთ, სიბნელეში გავეცი - კაპიუშონში შევიკეცე, ტუმბოდან ახალი სტელა ავიღე და ოთახის კარი ჩუმად გავაღე. ქვის იატაკზე რეზინიძირიანი ფეხსაცმელები - ანასი ოთახში დავტოვე - დიდ ხმას არ გამოსცემდნენ, რაც სწრაფად სიარულში მიწყობდა ხელს. 

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora