12 - ადგილი საწოლსა და კედელს შორის

59 12 0
                                    

დილის თორმეტი საათისთვის ინსტიტუტის კართან ანა გაჩნდა და ჩემი ნახვა მოითხოვა. მითხრა, შარვალი ჩაიცვიო, და მეც ასე მოვიქეცი, მეტიც - საწოლის ქვეშიდან მისი ფეხსაცმელები გამოვიღე და მათით დავიმშვენე ტერფები. ნაცნობი წყვილი რომ დაინახა, სიცილით ლამის კართანვე ჩაიკეცა, შემდეგ კი ხელი მაგრად ჩამკიდა და ეტლისკენ, რომელიც მოშორებით იდგა, სირბილით გამაქანა.

თავი ისე სავსედ ვიგრძენი...

ჩემი დაცარიელებული სხეულის კვალობაზე...

ეშმაკის ტავერნაზე" ბევრად ხმაურიან ადგილას ჩამოვედით. შიგნით ერთი ნაბიჯიც არ გვქონდა შედგმული, ანას დანახვაზე ყველა ვამპირი, მაქცია, ჯადოქარი თუ ფერია გაჩუმდა. მოწყალებამ თავისი სახე მოირგო, საჩვენებელი და შუა თითების აწევით მიესალმა ყველა მათგანს, და მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც იმის გააზრებას ვცდილობდი, რომ ერთადერთი ლანდმონადირეები ვიყავით შენობაში; როდესაც ანა გზადაგზა მოწრუპავდა შამპანურს; როდესაც სიგარეტს თავისებური ჯადოსნობით გააბოლებდა; მეორე ხელი ჩემთვის ერთხელაც არ გაუშვია. - ამას არ აპირებდა.

თავისი თითები ჩემსაში მჭიდროდ გადაეხლართა. რომ მეთხოვა, გაშვების უფლებას მომცემდა, კი, მაგრამ - არ მინდოდა. გავბედე, ცერა თითით ხელის ზურგზე ჩუმად, ყველასგან შეუმჩნევლად მოვფერებოდი. ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც ჩემკენ ღიმილით გადმოიხარა, ტკბილად მიჩურჩულა, არ გაინძრეო, და რბილი ტუჩები ლოყაზე ფანტომივით გამიხახუნა.

ყველასთან დაჰქონდა გზავნილი, მასზე - ჩემზე - რამე ზედმეტი წამოგცდებათ და საქმის დაჭერა ჩემთან მოგიწევთო. სწორედ ამიტომ, მისთვის არავის უკითხავს სიცილით - ანა, ნუთუ, ეს შენი მორიგი სამიზნეა?

ურთიერთობა შეგვეცვალა... არც კი ვიცოდი, ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ როდესაც კელპმა - სახელად პიკლს -  თავის მეგობრებთან ერთად დაკვრა დაიწყო, და მოწყალებას ვთხოვე, სცენაზე წამომყევი-მეთქი, თავის ქნევით დამთანხმდა.

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang